ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან

ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან ან დაიკავოთ უპირატესობა შეკრებებზე . თუ ვინმე ასე მოიქცევა, ცეცხლი, ცეცხლი [იქნება მისი სამყოფელი]."

الشرح

მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა თავისი ხალხი ცოდნის ძიებისგან იმ მიზნით, რომ სწავლულების წინაშე ტრაბახობდეს და იამაყოს მისით, ან იმისთვის, რომ გამოჩნდე ისე, თითქოს შენც ისეთივე სწავლული ხარ, როგორც ისინი. ან რომ ცოდნა გამოიყენო, რათა კამათობდე უმეცრებთან და გონებრივად სუსტებთან. ასევე გააფრთხილა ისინი, ვინც ცოდნას იძენს მხოლოდ იმისთვის, რომ თავყრილობების თავში იყოს და სხვებზე მაღლა გამოაჩინოს თავი. ვინც ასე იქცევა, ის ჯოჯოხეთის ცეცხლს იმსახურებს მისი მოჩვენებითი საქმისთვის და ალლაჰისთვის ცოდნის ძიებაში არაგულწრფელობისთვის.

فوائد الحديث

ჯოჯოხეთის ცეცხლით მუქარა ეკუთვნის იმას, ვინც ღებულობს

ცოდნას იმისთვის, რომ იტრაბახოს, იკამათოს ან დაიკავოს თავშეყრის ცენტრი და მისი მსგავსი.

მნიშვნელობა იმისა, რომ ცოდნის მიღებისა და მისი სხვებისთვის სწავლებისას ადამიანს ჰქონდეს გულწრფელი განზრახვა.

განზრახვა - ქმედებების საფუძველია, და მასზეა დამოკიდებული საზღაური.