إعدادات العرض
ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით
ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: «ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით სიამაყე. ხალხი ორ კატეგორიად იყოფა: კეთილშობილი, ღვთისმოშიში და ალლაჰისთვის პატივცემული და ცოდვილი და უბედური, რომელსაც ალლაჰის წინაშე არ აქვს ღირებულება. ყველანი ადამის შვილები ხართ და ალლაჰმა ადამი მიწისგან შექმნა». შემდეგ მოციქულმა წაიკითხა ალლაჰის სიტყვები: «{ ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა }» [ ალ-ჰუჯურაათ: 13]
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली മലയാളം Bosanski Italiano ಕನ್ನಡ Kurdî Oromoo Română Shqip Soomaali Српски Українська Wolof Moore Tagalog Malagasy தமிழ் Azərbaycan فارسی 中文 Magyar Portuguêsالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა თქვენგან აღმოფხვრა უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა, ამპარტავნება და წინაპრებით სიამაყე. ადამიანები ორი კატეგორისაა: ის ან მორწმუნე, კეთილი, ღვთისმოშიში, მორჩილი და ალლაჰის მოყვარულია, რომელიც ალლაჰისთვის პატივცემულია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის თვალში შესაძლოა არ ჰქონდეს დიდება ან ღირსეული წარმომავლობა. ან ის არის ურწმუნო, ცოდვილი და უბედური, რომელიც ალლაჰისთვის უმნიშვნელოა და უღირსია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხალხში ჰქონდეს დიდება, გავლენა და ძალაუფლება. ყველა ადამიანი ადამის შვილია და ალლაჰმა ადამი მიწისგან შექმნა. ამიტომ, ვისაც მიწისგან აქვს წარმოშობა, არ შეშვენის ამპარტავნება და თავისი თავით აღტაცება. ამის დადასტურებაა დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სიტყვები : { ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა}. [ალ-ჰუჯურაათ: 13]فوائد الحديث
წინაპრებითა და წარმომავლობით სიამაყის აკრძალვა.