إعدادات العرض
დაწყევლა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც…
დაწყევლა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «დაწყევლა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს».
[სანდო (საჰიჰ)]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Português Kiswahili অসমীয়া ગુજરાતી Nederlands አማርኛ മലയാളം Română ไทย Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააკეთა დუა (ვედრება) ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის წყალობისგან განდევნაზე და მოშორებაზე ყველა იმ მამაკაცისთვის, რომელიც ემსგავსება ქალებს ჩაცმულობით, ქალებისთვის განკუთვნილი ტანისამოსით; სულერთია, ეს მიმსგავსება იქნება ტანსაცმლის ფორმით, ფერით, სტილით, ჩაცმის მეთოდით, მორთულობით თუ სხვა. ან ქალი მიემსგავსოს კაცებს, კაცებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ჩაცმით, ეს არის დიდი ცოდვებიდან ერთ-ერთი ცოდვა.فوائد الحديث
იმამ აშ-შავქანი ამბობს: «აკრძალულია ქალების კაცებზე და კაცების ქალებზე დამსგავსება; რადგან წყევლა მხოლოდ აკრძალულ ქმედებაზე მოდის».
იბნ უსაიმინმა თქვა: «ზოგიერთი საერთო ტანსაცმელი მათ შორის როგორიცაა მაისური, რომელსაც როგორც მამაკაცები ასევე ქალები იცვამენ არ წარმოადგენს პრობლემას, ანუ არ არის პრობლემა, რომ ის ჩაიცვას კაცმაც და ქალმაც; რადგან ეს საერთოა».