ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ ბაქრსა და უმარს უთხრა: «ეს ორნი არიან სამოთხის ხანდაზმულთა…

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ ბაქრსა და უმარს უთხრა: «ეს ორნი არიან სამოთხის ხანდაზმულთა ბატონები, როგორც პირველთაგან, ისე უკანასკნელთაგან, გარდა მოციქულებისა და შუამავლებისა

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ ბაქრსა და უმარს უთხრა: «ეს ორნი არიან სამოთხის ხანდაზმულთა ბატონები, როგორც პირველთაგან, ისე უკანასკნელთაგან, გარდა მოციქულებისა და შუამავლებისა».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ აბუ ბაქრ ას-სიდიყი და უმარ ალ-ფარუყი (ალლაჰი იყოს მათით ორივეთი კმაყოფილი) საუკეთესო ადამიანები არიან მოციქულების შემდეგ და საუკეთესოები იმათ შორის, ვინც სამოთხეში შევა მოციქულებისა და შუამავლების შემდეგ.

فوائد الحديث

აბუ ბაქრი და უმარი (ალლაჰი იყოს მათით ორივეთი კმაყოფილი) საუკეთესო ადამიანები არიან მოციქულებისა და შუამავლების შემდეგ.

სამოთხეში ხანდაზმულნი არ იქნებიან, არამედ მასში შესულნი 33 წლის ასაკში იქნებიან. ამ ჰადისის მნიშვნელობა შეიძლება აიხსნას ორი გზით: ისინი არიან ბატონები მათ შორის, ვინც ამქვეყნად ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა. ეს სიტყვები გამოხატავს მათ მდგომარეობას იმ დროს, როდესაც ეს ჰადისი ითქვა.

التصنيفات

საჰაბების საფეხურები - ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი, შუამავლის მეგობრების ღირებულებები ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი