إعدادات العرض
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, ახსენა ალლაჰის სახელი და განადიდა ის,…
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, ახსენა ალლაჰის სახელი და განადიდა ის, შემდეგ თავისი ფეხი დადო მათ კისრებზე
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, ახსენა ალლაჰის სახელი და განადიდა ის, შემდეგ თავისი ფეხი დადო მათ კისრებზე.
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Português മലയാളം Kurdî অসমীয়া Kiswahili አማርኛ Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands සිංහල پښتو ไทย नेपाली Кыргызча Malagasy Svenska Română తెలుగుالشرح
ანასმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გვამცნო, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურბან-ბაირამის დღეს საკუთარი ხელით დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, რომელთაც ჰქონთაც შერეული შავი ფერი. მან წარმოთქვა: „ბისმილლაჰ, ალლაჰუ აქბარ“ და ფეხი დაადო მათ კისერზე.فوائد الحديث
საკლავის დაკვლის დაკანონება, რომელზეც შეთანხმდენ მუსლიმები.
უკეთესია, რომ ყურბნის საკლავი იყოს იმ სახის, როგორიც დაკლა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რადგან მისი გარეგნობა ლამაზია და მისი ცხიმი და ხორცი საუკეთესო.
იმამ ან-ნავავიმ თქვა: "ამაში მითითებულია, რომ სასურველია, ადამიანმა თავად დაკლას თავისი მსხვერპლი, ხოლო მისი დაკვლა სხვას გადააბაროს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში სასურველია, რომ ის თავად დაესწროს დაკვლას. თუ კი ამ საქმეს მუსლიმს გადააბარებს, ეს განუსჯელად დასაშვებია".
იბნ ჰაჯარმა თქვა: "ამაში მითითებულია, რომ დაკვლის დროს სასურველია თაქბირის („ალლაჰუ აქბარ“) და ბასმალას („ბისმილლაჰ“) ის წარმოთქმა, ასევე სასურველია მსხვერპლის კისრის მარჯვენა გვერდზე ფეხის დადება. სწავლულები ერთხმად თანხმდებიან, რომ მსხვერპლი უნდა დაწვეს მარცხენა მხარეს, რათა შემსრულებელს გაუადვილდეს დანის მარჯვენა ხელით აღება და თავის მარცხენა ხელით დაჭერა".
სასურველია რქიანი ცხოველის ყურბნად შეწირვა, თუმცა დაშვებულია სხვა სახის ცხოველის დაკვლაც.