إعدادات العرض
ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ…
ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა
მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ფატიმა ბინთ აბი ჰუბაიშიმ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: "მე მაქვს ქრონიკული სისხლდენა (ისთიჰადა), რომლისგანაც ვერ ვიწმინდები. უნდა შევწყვიტო თუ არა ლოცვა?" მან თქვა: «არა. ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Hausa Português Kurdî Kiswahili සිංහල Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча or नेपाली Malagasy Română Kinyarwanda বাংলা తెలుగు Lietuvių Oromoo മലയാളം Nederlands Soomaali Shqip Српски Deutsch Українська ಕನ್ನಡ Wolof Moore Azərbaycan Magyar தமிழ்الشرح
ჰუბაიშის ქალიშვილი ფატიმა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეეკითხა: მე არ მიჩერდება სისხლდენა და გრძელდება მენსტრუაციის პერიოდის გასვლის შემდეგაც, ეს მდგომარეობა მენსტრუაციის მდგომარეობაა და უნდა შევწყვიტო თუ არა ლოცვა? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა: ეს არის ისთიჰადის სისხლდენა — პათოლოგიური სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია ვენის დაზიანებით საშვილოსნოში. ეს არ არის მენსტრუალური სისხლი. როდესაც დადგება შენი ჩვეულებრივი ყოველთვიური მენსტრუაციის დრო, როგორც ეს იყო მანამდე, სანამ ისთიჰადის სისხლდენა დაგემართებოდა, თავი შეიკავე ლოცვისგან, მარხვისგან და სხვა ქმედებებისგან, რომლებიც მენსტრუაციის დროს ქალისთვის აკრძალულია. როცა დამთავრდება ის დრო (მენსრტუაცცის დღეების დრო) მაშინ შენ მენსტრუაციიდან გასუფთავებულად ითვლები, დაიბანე სისხლდენის ადგილები, შემდეგ დაიბანე სხეული მთლიანად, რათა გასუფთავდე და შემდეგ ილოცე.فوائد الحديث
მენსტრუაციის დღეების დამთავრების შემდეგ აუცილებელია ქალმა იბანავოს.
არამენსტრუალური (ისთიჰადა) სისხლდენის მქონე ქალი ვალდებულია ილოცოს.
მენსტრუაცია არის ბუნებრივი სისხლი, რომელიც გამოიყოფა საშვილოსნოდან ზრდასრული ქალის სასქესო ორგანოს საშუალებით და ჩნდება გარკვეულ დღეებში.
ისთიჰადა - არის უწყვეტი სისხლდენა მის ჩვეულებრივ პერიოდს მიღმა, რომელიც წარმოიქმნება საშვილოსნოს ზედაპირული ნაწილისგან და არა მისი სიღრმიდან.
მენსტრუალური სისხლისა და ისთიჰადის სისხლის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მენსტრუალური სისხლი შავია, სქელია და აქვს არასასიამოვნო სუნი, მაშინ როცა ისთიჰადის სისხლი წითელია, თხევადი და არ აქვს არასასიამოვნო სუნი.