ჭეშმარიტად, ადამიანთა შორის ყველაზე უარესნი ისინი არიან, ვისაც აღსასრულის საათი ცოცხლებს მოუსწრებს, და ისინი,…

ჭეშმარიტად, ადამიანთა შორის ყველაზე უარესნი ისინი არიან, ვისაც აღსასრულის საათი ცოცხლებს მოუსწრებს, და ისინი, ვინც საფლავებს თაყვანისცემის ადგილებად აქცევს

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამიანთა შორის ყველაზე უარესნი ისინი არიან, ვისაც აღსასრულის საათი ცოცხლებს მოუსწრებს, და ისინი, ვინც საფლავებს თაყვანისცემის ადგილებად აქცევს».

[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა აჰმადმა]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ყველაზე უარეს ადამიანებზე. ესენი არიან ისინი, ვისაც აღსასრულის დღე ცოცხლებს მოუსწრებს, ასევე ისინი, ვინც საფლავებს თაყვანისცემის ადგილებად აქცევს, ლოცვებს აღავლენს მათთან ახლოს ან მათი მიმართულებით.

فوائد الحديث

საფლავებზე სამლოცველოების აგების აკრძალვა; რადგან ეს შირქისკენ (ალლაჰზე თანაზიარის დადგენისკენ) მიმავალი გზაა.

აკრძალულია ლოცვა საფლავებთან, თუნდაც მათზე არ იყოს აშენებული რაიმე ნაგებობა. რადგან მეჩეთად ითვლება ნებისმიერი ადგილი, სადაც აღევლინება თაყვანისცემის ლოცვა, თუნდაც იქ არ იყოს შენობა.

ის, ვინც წმინდანთა საფლავები თაყვანისცემის ადგილებად გადააქცია, რათა მათში ლოცვა აღავლინოს, ერთ-ერთი ყველაზე უარესი ქმნილებაა, თუნდაც ის ამტკიცებდეს, რომ მისი განზრახვა უზენაეს ალლაჰთან მიახლოებაა.

التصنيفات

ბოლო საათის პირობები