მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს…

მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა)მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი-სამჯერ-»,(შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა)მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი-სამჯერ-»,(შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაფრთხილებს ცრურწმენებისგან, რაც ნიშნავს ცუდ ნიშნებზე დაყრდნობას, რომლებიც ადამიანს შეიძლება მიეწეროს ნანახიდან ან გაგონილიდან — იქნება ეს ჩიტები, ცხოველები, ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანები, რიცხვები, დღეები და მსგავსი რამ. მან ახსენე აფრენილი ჩიტებით მკითხაობა, რადგან ის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო უმეცრების პერიოდში. არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გარკვეული საქმის დაწყებისას, მაგალითად, მოგზაურობის ან ვაჭრობისას, ადამიანები ცას უშვებდნენ ჩიტს. თუ ის მარჯვნივ მიფრინავდა, ამას კარგ ნიშნად მიიჩნევდნენ და აგრძელებდნენ თავიანთ განზრახულ საქმეს. ხოლო თუ ჩიტი მარცხნივ მიფრინავდა, ამას ცუდ ნიშნად თვლიდნენ და თავიანთი განზრახვიდან თავს იკავებდნენ. მან გვამცნო, რომ ეს არის შირქი (მრავალღმერთიანობის გამოვლინება), და ავისმომასწავლებელი ნიშნებიც არის შირქი, რადგან სიკეთე მხოლოდ ალლაჰისგან მოდის. ასევე სიავეს მხოლოდ უზენაესი ალლაჰი აგაცილებს თავიდან. ის ერთადერთია და არ ჰყავს მას მოზიარე. იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) აღნიშნა, რომ მუსლიმის გულში შეიძლება გაჩნდეს ცრურწმენის ან ცუდ ნიშნებზე დაყრდნობილი მოქმედების გრძნობა, თუმცა მან უნდა გადააბიჯოს ამ გრძნობას, ალლაჰზე დაყრდნობით და ამავდროულად მიიღოს ყველა საჭირო ზომა ამის დასაძლევად.

فوائد الحديث

ცრურწმენა არის შირქი (მრავალღმერთიანობა), რადგან ის გულის მიჯაჭვულობას სხვა რამეზე გულისხმობს, გარდა ალლაჰისა.

მნიშვნელოვანი საკითხების გამეორების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უკეთ დამახსოვრდეს და განმტკიცდეს გულებში.

ცრურწმენა ქრება უზენაეს ალლაჰზე დაყრდნობით.

მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ალლაჰზე მიკედლების ბრძანება და გულის მაზე მინდობა.

التصنيفات

პოლითეიზმი, გულის საქმეების სიკეთეები