როცა თქვენგან რომელიმე შეხვდება თავის ძმას, დაე, მიესალმოს მას. ხოლო თუ მათ შორის ხე, კედელი ან ქვაა, შემდეგ კვლავ…

როცა თქვენგან რომელიმე შეხვდება თავის ძმას, დაე, მიესალმოს მას. ხოლო თუ მათ შორის ხე, კედელი ან ქვაა, შემდეგ კვლავ შეხვდება მას, დაე, კიდევ ერთხელ მიესალმოს

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა თქვენგან რომელიმე შეხვდება თავის ძმას, დაე, მიესალმოს მას. ხოლო თუ მათ შორის ხე, კედელი ან ქვაა, შემდეგ კვლავ შეხვდება მას, დაე, კიდევ ერთხელ მიესალმოს»

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აბუ დაუდმა]

الشرح

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მუსლიმს, მიესალმოს თავის მუსლიმ ძმას ყოველ ჯერზე, როცა შეხვდება მას, თუნდაც ისინი ერთად მიდიოდნენ და მათ შორის ბარიერი ჩადგეს, როგორიცაა ხე, კედელი ან დიდი ქვა. შემდეგ, როცა კვლავ შეხვდება მას, კვლავაც უნდა მიესალმოს.

فوائد الحديث

სასურველია მისალმების გავრცელება და მისი გამეორება ყოველი სიტუაციის ცვლილებისას.

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დიდი მონდომება მისალმების სუნნათის გავრცელების და მისი მნიშვნელობის გაზრდისკენ იყო მიმართული, რადგან ეს ხელს უწყობს მუსლიმებს შორის სიყვარულისა და ურთიერთგულისხმიერების ჩამოყალიბებას.

სალამი არის სიტყვიერი მისალმება, როგორიცაა: „ასსალამუ ალაიქუმ» («მშვიდობა თქვენ») ან «ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ» („მშვიდობა, ალლაჰის წყალობა და კურთხევა თქვენზე“). ეს განსხვავდება ხელის ჩამორთმევისან, რომელიც ხდება პირველი შეხვედრის დროს.

მისალმება არის დუა (ვედრება), და მუსლიმებს სჭირდებათ, რომ ერთმანეთისთვის ლოცვით(ალლაჰს სთხოვონ), თუნდაც ეს განმეორდეს რამდენჯერმე.

التصنيفات

მისალმების ეთიკა და ნებართვა