إعدادات العرض
გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას.…
გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი
გადმოცემულია აბუ ზარ ჯუნდუბ იბნ ჯუნაადასგან, და აბუ აბდურრაჰმანისგან, მუ'აზ იბნ ჯაბალისგან (ალლაჰი იყოს მათითთ კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Português සිංහල Македонски नेपाली دری پښتو Shqip ગુજરાતી ភាសាខ្មែរ Українська Čeština Magyar Српскиالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სამ რამეს გვიბრძანებს: პირველი: ალლაჰის შიში, რაც გამოიხატება ვალდებულებების შესრულებაში და აკრძალულთა მიტოვებაში ყველგან, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მდგომარეობაში — ფარულადაც და ღიადაც, კეთილდღეობაში თუ გამოცდაში და სხვა მსგავსში. მეორე: თუ ბოროტი საქმე ჩაიდინე, შემდეგ კეთილი საქმე გააკეთე: ლოცვა, ქველმოქმედებ, სიკეთე, ნათესაურ კავშირებზე ზრუნვა, მონანიება და სხვა მსგავსი, რადგან ეს შლის ცუდ საქმეს (ცოდვებს). მესამე: ადამიანებთან მოიქეცი კარგი ზნეობით: გაუღიმე მათ, იყავი რბილი და კეთილი, გამოავლინე სიკეთე და შეიკავე თავი ზიანის მიყენებისგან.فوائد الحديث
ალლაჰის, უზენაესის და ყოვლისშემძლის, დიდი წყალობა მონებზე გამოიხატება მის მოწყალებაში, მიტევებასა და შემწყნარებლობაში.
ამ ჰადისში მოცემულია სამი სახის უფლება: ალლაჰის უფლება — ღვთის შიშით, საკუთარი თავის უფლება — ბოროტი საქმის შემდეგ კეთილი საქმის შესრულებით, და ადამიანთა უფლება — მათთან კეთილი მოპყრობით.
კეთილი საქმეების ჩადენის წახალისება ბოროტი საქციელის შემდეგ, ისევე როგორც კეთილი ზნეობა — ღვთისშიშის თვისებებია. თუმცა ისინი ცალკე არიან აღნიშნული, რადგან საჭიროა მათი მნიშვნელობის განმარტება.
التصنيفات
დიდებული ზნეობა