إعدادات العرض
თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე…
თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?» თქვეს: არ დარჩებოდა არაფერი. თქვა: «ასეა ლოცვაც, რომლითაც ალლაჰი წმინდავს ადამიანს ცოდვებისგან».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Tiếng Việt Hausa Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు മലയാളം ไทย Српски Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Wolof Українська Moore Magyarالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხუთი სავალდებულო ლოცვა შეადარა მდინარეს, რომელიც ადამიანის კართან მიედინება, და სადაც ადამიანი დღეში ხუთჯერ იბანს. ეს ლოცვები მცირე ცოდვებისა და დანაშაულების განწმენდაში ისეთივე ეფექტურია, როგორც მდინარე, რომელიც სრულად აშორებს სხეულს ჭუჭყსა და სიბინძურეს.فوائد الحديث
აბდესის სიკეთე, რაც არის პატარა ცოდვების წაშლის მიზეზი, ხოლო დიდ ცოდვებს აუცილებლად მონანიება სჭირდება.
ხუთი სავალდებულო ლოცვის შესრულება და მისი დაცვის ღირსება დიდია, თუ იგი სრულდება ყველა პირობის, სვეტების, ვალდებულებების და სუნნათების დაცვით.
التصنيفات
ლოცვის სიკეთე