إعدادات العرض
სირცხვილის გრძნობა — რწმენის ნაწილია!
სირცხვილის გრძნობა — რწმენის ნაწილია!
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: როდესაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიგონა, როგორ აძლევდა ერთი კაცი თავის ძმას რჩევას სირცხვილის გრძნობასთან დაკავშირებით, მან თქვა: «სირცხვილის გრძნობა — რწმენის ნაწილია!»
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە Kiswahili தமிழ் دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan Lingala тоҷикӣ Македонски bmالشرح
ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიგონა, როგორ ურჩევდა ერთი კაცი თავის ძმას, რომ არ ყოფილიყო ზედმეტად მორცხვი. მოციქულმა კი აუხსნა მას, რომ მორიდებულობა რწმენის ნაწილია და მას მხოლოდ სიკეთეს მოაქვს. მორიდებულობა არის თვისება, რომელიც უბიძგებს ადამიანს კეთილი საქმეებისკენ და აფრთხილებს მას ცუდი ქმედებებისგან.فوائد الحديث
ის რაც ხელს გიშლის კეთილი საქმეების კეთებაში, მორიდებულობა არ არის. ამას ეწოდება სისუსტე, უძლურება ან ლაჩრობა.
მორიდებულობა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის წინაშე ვლინდება მის ბრძანებათა შესრულებაში და მისი აკრძალვებისგან თავის არიდებაში.
მორიდებულობა ადამიანების მიმართ ვლინდება პატივისცემაში, თითოეულთან მისი სტატუსის შესაბამისად მოქცევაში და იმ ქმედებებისგან თავის არიდებაში, რაც ჩვეულებრივად ითვლება უმართებულოდ.
التصنيفات
დიდებული ზნეობა