إعدادات العرض
ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც…
ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە தமிழ் دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Wolof Soomaali Moore Українська Български Azərbaycan тоҷикӣ bm Oromoo Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას"; წაიშლება მისი ცოდვები და მიეტევება მას, თუნდაც ჰქონდეს ძალიან ბევრი, მსგავსად ზღვაზე არსებული თეთრი ქაფისა, რომელიც წარმოიქმნება მისი ტალღებით და მღელვარებით.فوائد الحديث
ამ მადლს დაიმსახურებს ის, ვინც მას წარმოთქვამს დღის განმავლობაში უწყვეტად ან გადანაწილებით.
ათ-თასბიიჰ: აღიარება იმისა, რომ ალლაჰი თავისუფალია ყოველგვარი ნაკლოვანებისგან. ალ-ჰამდ: მისი დახასიათება სრულყოფილებით, სიყვარულით და განდიდებით.
ეს ჰადისი გულისხმობს პატარა ცოდვების წაშლას, ხოლო დიდ ცოდვებს აუცილებლად მომანიება სჭირდება.
التصنيفات
ალლაჰის ხსენების სიკეთეები