განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ შექმნან მსგავსი ალლაჰის ქმნილებისა

განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ შექმნან მსგავსი ალლაჰის ქმნილებისა

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემოვიდა ჩემთან, და მე გადავაფარე ჩემს სათავსოს ფარდა, რომელზეც გამოსახული იყო ცოცხალი არსებების გამოსახულებები. როცა მან ეს დაინახა, ფარდა თავისი ხელით ჩამოხსნა, სახე შეიცვალა და თქვა: «ო, აიშა! განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ შექმნან მსგავსი ალლაჰის ქმნილებისა». აიშა ამბობს: «ჩვენ ის გავჭერით და მისგან ერთი ან ორი ბალიში გავაკეთეთ».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ შევიდა აიშას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) სახლში და აღმოაჩინა, რომ ის პატარა სათავსოს გადასაფარებლად იყენებდა ქსოვილს, რომელზეც გამოსახული იყო ცოცხალი არსებები. მოციქულის სახე შეიცვალა რისხვისგან და მან თქვა: განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრ სასჯელს დაექვემდებარებიან ისინი, ვინც ცდილობენ შექმნან ალლაჰის ქმნილების მსგავსი ქმნილება. აიშა ამბობს: „ჩვენ მისგან ერთი ან ორი ბალიში გავაკეთეთ.“

فوائد الحديث

დაუყოვნებელი და დროული კრიტიკა იმ ქმედებებისა, რომლებიც რელიგიაში გაკიცხულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო ცუდი შედეგები.

განკითხვის დღეს სასჯელი განსხვავებული იქნება ჩადენილი ცოდვების მიხედვით.

ცოცხალი არსებების გამოსახვა მძიმე ცოდვად ითვლება.

ცოცხალი არსებების გამოსახვის აკრძალვის მიზანი არის ის, რომ ავაცილოთ უზეანეს ალლაჰზე შექმენაში მიბაძვა, მიუხედავად იმისა, ისწრაფვის ადამიანი მსგავსი მიბაძვისკენ თუ არა.

შარიათის მიზანი არის ქონების დაცვა მისი სასარგებლო გამოყენების გზით, ამავდროულად აკრძალულის თავიდან აცილებით.

ცოცხალი არსებების გამოსახვის შექმნა აკრძალულია ნებისმიერი გზით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გამოსახულებები შეიძლება დაზიანდეს ან ფეხქვეშ გაითელოს.

التصنيفات

თავჰიდი რუბუბია