إعدادات العرض
, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს
, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს
აიშასგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე ვუთხარი: "ო ალლაჰის შუამავალო, იბნ ჯუდ'ანი ჯაჰილიის დროს (ისლამამდელ პერიოდში) ინარჩუნებდა ნათესაურ კავშირებს და აჭმევდა ღარიბებს. ეს მისთვის სიკეთის მომტანია?" უთხრა: "ეს არ მოუტანს სარგებელს, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს".
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Español Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski සිංහල हिन्दी Tiếng Việt Kurdî Hausa മലയാളം తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া Shqip دری Ελληνικά Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Moore Oromoo Wolof Soomaali Tagalog Français Azərbaycan Українська bm தமிழ் Deutsch Português mk Magyar فارسی ln Русскийالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიამბოა ბდულლაჰ იბნ ჯუდ'ანზე, რომელიც იყო ყურაიშის ტომის ერთ-ერთი წინამძღოლი ისლამამდელ პერიოდში, მისი კარგი საქმეები მოიცავდა ნათესავების მხარდაჭერას, მათთან კეთილ მოპყრობას, ღარიბების გამოკვებას და სხვა სიკეთეებს, რასაც ისლამი წაახალისებს. თუმცა თქვა, რომ ეს საქმეები მას საიქიოში არ დაეხმარება, რადგან მისი მიზეზი იყო ალლაჰის ურწმუნოება და რომ მას არასოდეს უთქვამს: "ო ღმერთო, მომიტევე ჩემი ცოდვისთის განკითხვის დღეს".فوائد الحديث
რწმენის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის პირობა საქმეების მიღებისთვის.
ურწმუნოების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ანადგურებს ყველა კეთილ საქმეს.
ურწმუნოებს არ არგებთ მათი საქმეები საიქიოში, რადგან არ აქვთ რწმენა ალლაჰისა და ბოლო დღის.
ადამიანის საქმეები, რომლებიც მან ურწმუნოების მდგომარეობაში გააკეთა, იწერება თუ ის მიიღებს ისლამს, და ის მიიღებს მათით საზღაურს და ჯილდოს.