إعدادات العرض
თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს
თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: უთხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მის ბიძას: თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს'' ბიძამ უპასუხა: "თუ არა ყურაიშისგან დასაცინად, რომლებიც იტყოდნენ, რომ მე შიშის გამო ვთქვი ეს, მეც გავახარებდი შენს თვალს." შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა: {ჭეშმარიტად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზას იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს} [ალ-ყასას: 56]
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Español Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa മലയാളം తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া Shqip دری Ελληνικά Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Kurdî Wolof Moore Soomaali Français Oromoo Українська Tagalog Azərbaycan தமிழ் bm Deutsch Português mk Magyar ln Русскийالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ბიძას, აბუ ტაალიბს სიკვდილის წინ სთხოვა, ეთქვა "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", რათა ამის საფუძველზე განკითხვის დღეს შუამდგომლობა გაეწია მისთვის და ისლამით დაემოწმებინა. თუმცა, აბუ ტალიბმა უარი თქვა შაჰადის წარმოთქმაზე, რადგან შიშობდა, რომ ყურაიშელები დასცინებდნენ და იტყოდნენ, რომ ის მხოლოდ სიკვდილის შიშისა და სისუსტის გამო მიიღებდა ისლამს. მან უთხრა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) : "ის რომ არა , შენი თვალის გახარების მიზნით შაჰადას ვიტყოდი და შენს ნებას შევასრულებდი, რათა გაგიხარდეს". ალლაჰმა ამ დროს გარდმოავლინა აიათი, რომელიც მიუთითებს, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ფლობს ხალხის დადგენას ისლამში. ეს მხოლოდ ალლაჰის ხელშია, რადგან მხოლოდ ალლაჰი ირჩევს, ვის უწინამძღვროს სწორ გზაზე. ხოლო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საქმე არის მოუწოდოს, ასწავლოს და მოუხმოს სწორ გზაზე.فوائد الحديث
ჭეშმარიტება არ უნდა იქნას მიტოვებული ადამიანების სიტყვების შიშით.
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფლობს სწორი გზის მტკიცებულებას, მითითებას და არა ჭეშმარიტ გზაზე დადგენის წარმატებას.
ავადმყოფი ურწმუნოს მონახულება ისლამში დასაშვებია და წახალისებული ქმედებაა, განსაკუთრებით, თუ მიზანი მისი ისლამისკენ მოწოდებაა.
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისწრაფება იყო უზენაესი ალლაჰისკენ მოხმობა ყველა მდგომარეობაში.