إعدادات العرض
როცა რამადანი დადგება, შეასრულე უმრა, რადგან უმრა მასში ჰაჯობის ტოლია
როცა რამადანი დადგება, შეასრულე უმრა, რადგან უმრა მასში ჰაჯობის ტოლია
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა ანსარებიდან ქალს მისი სახელით, რომელზეც იბნ აბბასმა თქვა: დამავიწყდა მისი სახელი: «რამ შეგიშალა ხელი, რომ შეასრულო ჰაჯობა ჩვენთან ერთად?» ქალმა უპასუხა: "ჩვენ მხოლოდ ორი აქლემი გვყავდა და ამათგან ერთით ჰაჯობა შეასრულა ბავშვის მამამ და მისმა ვაჟმა, ხოლო მეორე აქლემი ჩვენ დაგვიტოვა, რომლითაც წყალს ვეზიდებოდით". უთხრა: «როცა რამადანი დადგება, შეასრულე უმრა, რადგან უმრა მასში ჰაჯობის ტოლია».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt ئۇيغۇرچە Hausa Kurdî മലയാളം Kiswahili Português සිංහල دری Svenska አማርኛ অসমীয়া ไทย Yorùbá Кыргызча ગુજરાતી Malagasy नेपाली Oromoo Română Nederlands Soomaali پښتو తెలుగు Kinyarwanda ಕನ್ನಡ Српски Wolof Moore Lietuvių Українськаالشرح
როცა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოსამშვიდობებელი ჰაჯობიდან დაბრუნდა, ანსარებიდან ერთ-ერთ ქალს ჰკითხა, თუ რატომ არ შეასრულა მან ჰაჯობა: რამ შეგიშალა ხელი, რომ შეგესრულებინა ჰაჯობა ჩვენთან ერთად? მან მოიმიზეზა ის, რომ მათ მხოლოდ ორი აქლემი ჰყავდათ. მისი ქმარი და ვაჟი ერთი აქლემით წავიდნენ ჰაჯობაზე, ხოლო მეორე აქლემი დატოვა, რომლითაც ჭიდან წყალს ეზიდებოდნენ. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ რამადნის თვეში შესრულებული უმრას ჯილდო ჰაჯის ჯილდოს ტოლია.فوائد الحديث
უმრას სიკეთე რამადნის თვეში.
რამადნის თვეში შესრულებული უმრა უთანაბრდება ჰაჯობის მადლს, თუმცა არ ხსნის ჰაჯობის შესრულების ვალდებულებას.
ქმედებების მადლი იზრდება დროის დიდებულების მიხედვით, და მათ მიეკუთვნება რამადნის თვის საქმეები.
التصنيفات
ჰაჯობის და უმრას სიკეთე