إعدادات العرض
ჭეშმარიტად, უდიდესი ჯიჰადიდან არის მართალი სიტყვის თქმა უსამართლო მმართველის წინაშე
ჭეშმარიტად, უდიდესი ჯიჰადიდან არის მართალი სიტყვის თქმა უსამართლო მმართველის წინაშე
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, უდიდესი ჯიჰადიდან არის მართალი სიტყვის თქმა უსამართლო მმართველის წინაშე»
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල አማርኛ অসমীয়া ગુજરાતી Tiếng Việt دری Nederlands नेपाली پښتو ไทย Svenska മലയാളം Oromoo Кыргызча Română తెలుగు Lietuvių Malagasy ಕನ್ನಡ Српски Mooreالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სასარგებლო ჯიჰადის სახეობა უზენაესი ალლაჰის გზაზე არის სამართლიანობისა და ჭეშმარიტების სიტყვა უსამართლო მმართველის ან ამირის წინაშე. ეს იმიტომ, რომ ეს ქმედება წარმოადგენს ბრძანების (კარგისკენ მოწოდების) და აკრძალვის (აუგის გაკიცხვა) შესრულებას, იქნება ეს სიტყვითი, წერილობით, ქმედებითი თუ სხვა საშუალებით, რაც მოიტანს სიკეთეს და აღმოფხვრის ბოროტებას.فوائد الحديث
სიკეთისკენ მოწოდება და აუგის აკრძალვა ჯიჰადის ერთ-ერთი სახეობაა.
მმართველის დარიგება უდიდესი ჯიჰადის ნაწილია, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს ცოდნით, სიბრძნით და გულმოდგინედ.
ალ-ხატტააბიმ თქვა: "ეს ჯიჰადის საუკეთესო სახეობა გახდა, რადგან ვინც მტერს ებრძვის, იმყოფება იმედსა და შიშს შორის; მას არ შეუძლია წინასწარ იცოდეს, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება. ხოლო მმართველთან დაკავშირებული პირი, მმართველის ხელში მყოფი დაქვემდებარებული, როდესაც სიმართლეს ამბობს და კარგისკენ მოუწოდებს, საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ და დაღუპვის წინაშე აყენებს. ამიტომ ეს ჯიჰადის საუკეთესო სახეობა გახდა შიშის სიჭარბის გამო. ასევე ითქვა: "ეს ჯიჰადის საუკეთესო სახეობა იმიტომაა, რომ თუ მმართველი მიიღებს მის სიტყვას, შესაძლოა ეს სარგებელი ფართო მასებს მოედოს, რაც საერთო სიკეთეს მოუტანს ხალხს".