თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი…

თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში

აბუ ყათაადა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ისლამური ეთიკის რამდენიმე წესი. კერძოდ, მან აუკრძალა მამაკაცს, რომ შარდვისას მარჯვენა ხელით შეეხოს სასქესო ორგანოს. ასევე, მან აკრძალა მარჯვენა ხელის გამოყენება სასქესო ორგანოსა და ანუსის არედან სიბინძურის მოცილებისთვის, რადგან მარჯვენა ხელი განკუთვნილია ღირსეული ქმედებებისთვის. ასევე მან აკრძალა, რომ ადამიანმა ჩაისუნთქოს იმ ჭურჭელში, საიდანაც სვამს.

فوائد الحديث

ისლამის მოწინავე პოზიცია ეთიკის ნორმებსა და სისუფთავეში.

ყველანაირი სიბინძურისგან თავის არიდება, ხოლო თუ ადამიანი იძულებულია მსგავს რამეს შეეხოს, მან ამისთვის უნდა გამოიყენოს მარცხენა ხელი.

მარჯვენა ხელის ღირსებისა და მისი უპირატესობის განმარტება მარცხენა ხელთან შედარებით.

ისლამური შარიათის სრულყოფილება და მისი სწავლებების უნივერსალურობა.

التصنيفات

ჭამის და სმის ეთიკა, მოთხოვნილების შესრულების ეთიკა