კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს,

კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს,

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს, მუსქუსის გამყიდველი: ან გაჩუქებს რაღაცას, ან მისგან იყიდი, ან უბრალოდ კარგი სურნელი მოგეწონება. მჭედელი კი: ან სამოსს დაგიწვავს, ან ცუდ სუნს იგრძნობ მისგან».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი ტიპის ადამიანის მაგალითი მოიყვანა: პირველი ტიპი: კარგი თანამოაზრე და მეგობარი, რომელიც ალლაჰისკენ მოგიწოდებს, გასწავლის იმას, რაც ალლაჰისთვის მოსაწონია, და გეხმარება მისადმი მორჩილებაში, მისი მაგალითი ჰგავს სურნელოვანი ნივთების გამყიდველს: ან გაჩუქებს, ან რამეს იყიდი, ან უბრალოდ მისგან სასიამოვნო სურნელს იგრძნობ. მეორე ტიპი: ცუდი თანამოაზრე და მეგობარი, რომელიც გაშორებს ალლაჰის გზას, გიბიძგებს ცოდვების ჩადენისკენ, გაჩვენებს ცუდ მაგალითს და შენც ურთიერთობის გამო გაკრიტიკებენ, მისი მაგალითი ჰგავს მჭედელს, რომელიც თავის ცეცხლს აჩაღებს: ან დაგწვავს სამოსს მისგან გამოვარდნილი ნაპერწკლებით, ან მის სიახლოვეს ცუდ სუნს იგრძნობ.

فوائد الحديث

მაგალითების მოყვანის ნებადართულობა, რათა მსმენელისთვის მნიშვნელობა უფრო გასაგები გახდეს.

მოწოდება და წახალისება მორჩილებისა და კეთილდღეობის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისთვის და არასწორი ქცევის მქონე და ბოროტების გზაზე მდგომი პირებისგან თავის არიდებისთვის.

التصنيفات

კეთილშობილი ხალხის მდგომარეობები, ცოდვის დაგმობა