إعدادات العرض
ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი,…
ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად)
გადმოცემულია ჯუნდუბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე გავიგონე, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ამბობდა: « ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად). და რომ შემეძლოს ჩემი უმმათიდან ხალილის არჩევა, ავირჩევდი აბუ ბაქარს. იცოდეთ, რომ თქვენამდე მყოფი ხალხი თავიანთი წინასწარმეტყველებისა და წმინდა ადამიანების საფლავებს მეჩეთებად აქცევდნენ. ამიტომ არ გადააქციოთ საფლავები მეჩეთებად, მე გიკრძალავთ ამას».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Akan Azərbaycan Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy नेपाली or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Moore Wolof Oromoo bm Українська rn Српски Македонски Lingalaالشرح
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ალლაჰთან მისი განსაკუთრებული ადგილის შესახებ, რომ მან მიაღწია ალლჰის სიყვარულის უმაღლეს საფეხურს ისევე, როგორც იბრაჰიმმა (მშვიდობა მას) მიაღწია მას. ამიტომ მან უარყო, რომ მას შეეძლო ალლაჰის გარდა ვინმე ხალილად (სულიერ მეგობრად) აერჩია, რადგან მისი გული ალლაჰის სიყვარულით, სიდიადითა და შეცნობით იყო სავსე და არ რჩებოდა ადგილი სხვებისთვის. და რომ ჰყოლოდა შუამავალს ხალილი ადამიანთაგან, ის აუცილებლად აბუ ბაქრი იქნებოდა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). შემდეგ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა მორწმუნეები, რომ არ გადაეაჭარბებინათ სიყვარულის დასაშვებ ზღვარს, როგორც ეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა გააკეთეს თავიანთი წინასწარმეტყველებისა და წმინდა ადამიანთა საფლავებთან ისე, რომ აქციეს ისინი ღვთაებებად და თანამოზიარედ თაყვანისცემაში მაგიერ ალლაჰისა. მათ ააშენეს მეჩეთები და ტაძრები იმ საფლავებზე. მოციქულმა მკაცრად აუკრძალა თავის უმმათს (საზოგადოებას), რომ მათ მსგავსად მოქცეულიყვნენ.فوائد الحديث
აბუ ბაქრ ას-სიდიყის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ღირსება უზარმაზარია, და ის ითვლება შუამავლის ყველა საჰაბას შორის საუკეთესოდ. ამიტომ ის პირველი ადამიანი იყო, რომელსაც ერგო ხალიფატის მმართველობის გაგრძელების უფლება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგ.
საფლავებზე მეჩეთების აღმართვა არის წინა ერების მოუწონარი ქმედებებიდან.
აკრძალვა საფლავების თაყვანისცემის ადგილებად გადაქცევაზე, რათა მათთან ან მათი მიმართულებით არ შესრულდეს ლოცვები, აგრეთვე აკრძალვა მათზე მეჩეთებისა თუ გუმბათების აშენებაზე, რადგან ეს ყველაფერი მრავალღმერთიანობაში ჩავარდარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს.
გაფრთხილება მართალ ადამიანებში გადაჭარბებული პატივისცემის გამოვლენისგან, რადგან ამან შეიძლება მრავალღმერთიანობამდე მიგვიყვანოს.
მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ საკითხის სერიოზულობაზე.