ერთმა კაცმა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით მარცხენა ხელით მიირთვა, და მას უთხრა:…

ერთმა კაცმა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით მარცხენა ხელით მიირთვა, და მას უთხრა: «მარჯვენა ხელით ჭამე». მან უპასუხა: არ შემიძლია. შუამავალმა თქვა: «არც შეგძლებოდეს

სალამა იბნ ალ-აქვა' (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთმა კაცმა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით მარცხენა ხელით მიირთვა, და მას უთხრა: «მარჯვენა ხელით ჭამე». მან უპასუხა: არ შემიძლია. შუამავალმა თქვა: «არც შეგძლებოდეს, არაფერი უშლის მას ხელს ამაში, გარდა სიამაყისა», თქვა(გადმომცემმა): და ამის მერე მას პირთან ხელი არ წაუღია.(იგულისხმება მარჯვენა ხელი)

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

შუმავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა კაცი, რომელიც მარცხენა ხელით მიირთმევდა, და უბრძანა მას, რომ მარჯვენა ხელით ეჭამა, კაცმა კი სიამაყით და ტყუილით უპასუხა, რომ არ შეეძლო! შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა ის, რომ არ შესძლებოდა მარჯვენათი ჭამა, ალლაჰმა ისმინა შუამავლის ვედრება და ამ პიროვნებამ მარჯვენა ხელის ინსულტი მიიღო, და ამის შემდეგ არასდროს აღარ შეუჭამია და აღარ დაულევია მარჯვენა ხელით.

فوائد الحديث

მარჯვენა ხელით ჭამა სავალდებულოა, მარცხენა ხელით ჭამა აკრძალულია.

შარიათის დადგენილებების შესრულებისას სიამაყის გამოჩენა დანაშაულია და დასჯას ითვალისწინებს.

ალლაჰის წყალობა მუჰამმედზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი ვედრების შესმენით.

სიკეთისკენ მოწოდება და ბოროტების დაგმობა დაშვებულია ყველა მდგომარეობაში, საკვების მიღების დროსაც კი.

التصنيفات

ჭამის და სმის ეთიკა