إعدادات العرض
ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე…
ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე შენს სასარგებლოდ დავამოწმებ
საიდ იბნ ალ-მუსაიიბისგან გადმოცემულია, რომ მისმა მამამ თქვა: როდესაც აბუ ტაალიბს სიკვდილი მოახლოვდა, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შევიდა. იმ დროს აბუ ტალიბთან იმყოფებოდნენ აბუ ჯაჰლი და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაია იბნ ალ-მუღირა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე შენს სასარგებლოდ დავამოწმებ». მაგრამ აბუ ჯაჰლმა და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაიამ უთხრეს: "ნუთუ შენ უარს იტყვი იმ რელიგიაზე, რომელსაც აბდულმუტალიბი მისდევდა?" მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმეორებდა თავის სიტყვებს, ხოლო ისინი თავისას იმეორებდნენ, სანამ აბუ ტალიბმა სიკვდილის წინ არ თქვა: "[მე ვრჩები] აბდულმუტალიბის რელიგიაზე". მან უარი თქვა ეთქვა: „ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ“ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ვფიცავ ალლაჰს! მე შენთვის მიტევებას ვთხოვ ალლაჰს, სანამ ალლაჰი არ ამიკრძალავს». ამის შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი: {მოციქულს და მორწმუნეებს არ შეშვენით მიტევების თხოვნა მრავალღმერთიანებისთვის, თუნდაც ისინი მათი ნათესავები იყვნენ…} (ათ-თაუბა: 113). ასევე ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი, რომელიც აბუ ტალიბს შეეხებოდა: {ნამდვილად, შენ ვერ დააყენებ სწორ გზაზე მათ, ვისაც შეიყვარებ. მხოლოდ ალლაჰი დააყენებს სწორ გზაზე მათ, ვისაც ის ისურვებს. მან უკეთ იცის ისინი, ვინც მიჰყვება სწორ გზას} (ალ-ყასას: 56).
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Türkçe اردو 中文 हिन्दी Tagalog ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල Русский Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Tiếng Việt پښتو অসমীয়া دری Кыргызча or नेपाली Malagasy Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు ไทย Lietuvių മലയാളം Српски Українська Kinyarwanda Shqip ಕನ್ನಡ Wolof Moore Magyar தமிழ் Azərbaycan Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა თავის ბიძასთან, როცა ის სიკვდილის პირას იყო და უთხრა მას: ო, ბიძაჩემო თქვი ''ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ'', რომლითაც გიშუამდგომლებ ალლაჰთან, ამ დროს აბუ ჯაჰლმა და აბდულაჰ იბნ აბუ უმაიამ უთხრეს: "ჰეი, აბუ ტალიბ, შენ მიატოვებ შენი მამის, აბდულ-მუტალიბის, რწმენას?!" ეს იყო კერპების თაყვანისცემა. ისინი განაგრძობდნენ მასთან ლაპარაკს, სანამ მან ბოლო სიტყვებად არ თქვა: "მე ვარ აბდულ-მუტალიბის რწმენაზე", რაც შირქის (მრავალღმერთიანობის) და კერპების თაყვანისცემას გულისხმობდა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: მე შენთვის მიტევებას ვთხოვ ალლაჰს, სანამ ჩემი ღმერთი არ ამიკრძალავს ამას. ამის შემდეგ გარდმოევლინა უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {არ შეშვენის შუამავალს და იმათაც, ვინც ირწმუნა, პატიება ითხოვონ წარმართებისთვის (მუშრიქ), თუნდაც ახლობელნი იყვნენ, მას შემდეგ, რაც განეცხადათ მათ, რომ სწორედ ისინი არიან ჯოჯოხეთის ბინადრები} [ათ-თავბა: 113] და აბუ ტალიბთან დაკავშირებით გარდმოევლინა უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {ნამდვილად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზაზე მას, ვინც გიყვარს, მაგრამ ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, ვისაც სურს, და მან უკეთ იცის, ვინ არის სწორ გზაზე} [ალ-ყასას: 56] ნამდვილად, შენ ვერ წარუძღვები სწორ გზაზე იმას, ვისი სწორ გზაზე მოყვანაც გსრუს. შენი მოვალეობაა მხოლოდ შეგონება, ხოლო ალლაჰი დააკვალიანებს სწორ გზაზე, ვისაც ისურვებს.فوائد الحديث
მრავალღმერთიანებისთვის მიტევების თხოვნა აკრძალულია, მიუხედავად მათი ნათესაობისა, ქმედებებისა და სიკეთეებისა.
მცდარ საქმეებში წინაპრების მაგალითზე მიყოლა ჯაჰილიის (უვიცობის) დროის ქმედებებს მიეკუთვნება.
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი გულმოწყალება და მისი მზრუნველობა ხალხის მოხმობისა და მათი სწორ გზაზე დაყენების მიმართ.
პასუხი-გამოწვევა მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ აბუ ტალიბმა ისლამი მიიღო.
საქმეები ფასდება მათი დასასრულის მიხედვით.
ყალბია მტკიცება, რომ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ან ვინმე სხვას შეუძლია სარგებლის მოტანა ან ზიანის აცილება.
ვინც თქვა " ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ" ცოდნით, დარწმუნებით და მტკიცე რწმენით, ის შედის ისლამში.
ცუდი მეგობრენი ადამიანს ზიანს აყენებენ.
"ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ" ნიშნავს უარის თქმას კერპების, წმინდანებისა და მართალთა თაყვანისცემაზე და მხოლოდ ალლაჰისთვის თაყვანისცემას, და ეს ფაქტი ცნობილია მრავალღმერთიანთათვის.
ნებადართულია ავადმყოფი მრავალღმერთიანის მონახულება იმ იმედით, რომ ის ისლამს მიიღებს.
წარმატება და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება მხოლოდ ალლაჰის ხელშია, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვალეობაა მხოლოდ სწორი გზის ჩვენება და შეგონება.