إعدادات العرض
ვინც აღჭურვა ალლაჰის გზაზე მებრძოლი, თითქოს თავად იბრძოლა. და ვინც შეცვალა ალლაჰის გზაზე მებრძოლი მისი ოჯახის…
ვინც აღჭურვა ალლაჰის გზაზე მებრძოლი, თითქოს თავად იბრძოლა. და ვინც შეცვალა ალლაჰის გზაზე მებრძოლი მისი ოჯახის მოვლაში, თითქოს თავად იბრძოლა
გადმოცემულია ზაიდ იბნ ხაალიდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც აღჭურვა ალლაჰის გზაზე მებრძოლი, თითქოს თავად იბრძოლა. და ვინც შეცვალა ალლაჰის გზაზე მებრძოლი მისი ოჯახის მოვლაში, თითქოს თავად იბრძოლა».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල አማርኛ অসমীয়া Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands پښتو नेपाली ไทย മലയാളം Svenska Кыргызча Română Malagasy ಕನ್ನಡ Српски తెలుగు Mooreالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰის გზაზე მებრძოლისთვის უზრუნველყოფს მისი მოგზაურობისთვის საჭირო პირობებსა და საჭიროებებს, როგორიცაა იარაღი, სატრანსპორტო საშუალება, საკვები, ხარჯები და სხვა აუცილებელი ნივთები, მისთვის ჩაითვლება იგივე, რაც მებრძოლისთვის და მას მიენიჭება მებრძოლების საზღაური. ვინც ალლაჰის გზაზე მებრძოლის საქმეებს კეთილგანწყობით მიხედავს და მისი არყოფნის პერიოდში მის ოჯახზე იზრუნებს, ისიც მებრძოლის მდგომარეობაში იქნება და მის საზღაურს დაიმსახურებს.فوائد الحديث
მუსლიმანთა წახალისება კეთილ საქმეში ურთიერთდახმარებისკენ.
იბნ ჰაჯარმა თქვა: "ამ ჰადისში არის წახალისება სიკეთის კეთებისკენ იმათთვის, ვინც სარგებელს მოუტანს მუსლიმებს ან რაიმეში მათ ჩანაცვლებას მოახდენს".
ზოგადი წესი: ვინც ალლაჰის მორჩილების ნებისმიერ საქმეში დაეხმარება სხვას, მას იგივე საზღაური მიენიჭება, როგორც მას, ვინც ეს საქმე შეასრულა, თანაც არ დაკნინდება იმისი საზღაური, ვინც ეს გააკეთა.
التصنيفات
საღთო ომის სიკეთე