إعدادات العرض
ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის
ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის :სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი, სუბჰანალლაჰილ 'აზიიმ».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල தமிழ் دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan Lingala тоҷикӣ Македонски bmالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო ორ სიტყვაზე, რომლებიც ადამიანს შეუძლია თქვას ძალისხმევის გარეშე და ნებისმიერ ვითარებაში, და იმის შესახებ, რომ სამსჯავროს დღეს მათი თქმისთვის დიდად დასაჩუქრდება, ასევე, რომ ჩვენი მოწყალე ღმერთს, კურთხეული და ამაღლებული, ისინი ძალიან უყვარს. სუბჰანალლაჰილ-'აზიმ, სუბჰანალლაჰი ვა ბი-ჰამდი ჰი /წმიდაა დიადი ალლაჰი, წმიდაა ალლაჰი და დიდება მას/ — ეს სიტყვები გამოხატავს ალლაჰის სიდიადეს, სრულყოფილებასა და მის აბსოლუტურ სისუფთავეს, კურთხეული და ამაღლებულია იგი, ყოველგვარი ნაკლოვანებისგან.فوائد الحديث
ალლაჰის უდიდესი ხსენება - მოიცავს მის აბსოლიტურ სიმწმინდეს და მის ქება -დიდებას.
ამ ჰადისში ნათლად ჩანს ალლაჰის უსაზღვრო მოწყალება თავისი მსახურების მიმართ. ის გულუხვად აჯილდოებს თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო კეთილი საქმისთვის.
التصنيفات
კონკრეტული ვედრებები