ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე.

ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე.

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული, მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ თითოეულ მუსლიმს საზოგადოებაში აქვს პასუხისმგებლობა, რომლის მოვლა და ტვირთვა მას ევალება. იმამი და ამირი (მმართველი) მწყემსია იმაზე, რაც ალლაჰმა მას მიანდო. მას ევალება: შარიათის დაცვა და შენარჩუნება თავის ხალხში. მათი დაცვა მტრებისგან და ზიანის მომყენებელთაგან. მტრის წინააღმდეგ ბრძოლა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათი უფლებების დაცვით მათი უგულებელყოფის გარეშე. კაცი თავის ოჯახში პასუხისმგებელია: უზრუნველყოს თავისი ოჯახის რჩენა, კარგად მოეპყრას მათ, ასწავლოს და აღზარდოს ისინი. ქალი თავის მეუღლის სახლში მწყემსია, და მას ევალება: სახლის კეთილგანწყობილი მართვა — სახლის საქმეების მოწესრიგება და მართვა. შვილების აღზრდა. ეს მისი პასუხისმგებლობაა, რაზეც პასუხს აგებს. მონა ან დაქირავებული პასუხისმგებელია თავისი ბატონის ქონებაზე, რაც მის ხელშია. მას ევალება: ქონების დაცვა და შენარჩუნება, მოვალეობების შესრულება — ბატონის მსახურება და მისთვის დაკისრებული საქმეების კეთება. ამ ყველაფერზე ის პასუხს აგებს. ასე რომ, თითოეული ადამიანი მწყემსია იმაზე, რაც მას მიანდეს, და ყველა პასუხისმგებელია თავისი სამწყსოს წინაშე.

فوائد الحديث

მუსლიმთა საზოგადოებაში პასუხისმგებლობა საერთოა, და თითოეული ადამიანი თავისი მდგომარეობის, შესაძლებლობებისა და დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად აგებს პასუხს.

ქალისთვის პასუხისმგებლობა დიდია, რადგან მას ევალება: მეუღლის სახლის უფლებების შესრულება, შვილების მიმართ ვალდებულებების შესრულება.

التصنيفات

იმამის ვალდებულებები, ცოლ-ქმარს შორის პირობები, ბავშვების აღზრდა