إعدادات العرض
თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას
თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას
გადმოცემულია უსმანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල தமிழ் دری Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Wolof Soomaali Moore Українська Български Azərbaycan тоҷикӣ bm Oromoo Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ მუსლიმთა შორის საუკეთესო და მათ შორის ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფი ალლაჰის წინაშე არის ის, ვინც ისწავლა ყურანი კითხვით, ზეპირად, თაჯვიდით, მასში გადმოცემულზე ფიქრებით და განმარტებით. შემდეგ სხვასაც ასწავლის იმას, რასაც ის ფლობს ყურანის ირგვლივ, ასევე მოჰყავს ის პრაქტიკაში და ცხოვრობს ყურანის ცოდნით.فوائد الحديث
ყურანის სიძვირფასის განმარტება. ის არის საუკეთესო სიტყვა, რადგანს ის ალლაჰის სიტყვა.
ნასწავლთ შორის საუკეთესო არის ის, ვინც სხვასაც ასწავლის და არა ის ვინც მხოლოდ თავისთვის სწავლობს.
ყურანის სწავლა და სწავლება მოიცავს მისი კითხვის, მნიშვნელობების განმარტებისა და მასში მოცემული კანონების სწავლას.
التصنيفات
ყურანისადმი პატივისცემის მადლი