არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად

არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად

ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვატყობინებს, რომ მუსლიმი სრულყოფილი მორწმუნე ვერ იქნება, სანამ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიყვარულს საკუთარი დედის, მამის, ვაჟიშვილის, ქალიშვილის და მთელი კაცობრიობის სიყვარულზე წინ არ დააყენებს. ეს სიყვარული მასზე მორჩილებაში, მის დახმარებასა და მისი აკრძალულისგან თავის არიდებაში გამოიხატება.

فوائد الحديث

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიყვარულის ვალდებულება და ამ სიყვარულის უპირატესობა ნებისმიერი სხვა ქმნილების სიყვარულზე.

მისი სრულფასოვანი სიყვარულის ნიშნებია: ალლაჰის შუამავლის სუნნას დახმარება, საკუთარი თავის და ქონების ხარჯვა ამ გზაზე.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიყვარული გამოიწვევს მის მორჩილებას, მის მიერ მოთხრობილი ამბების დაჯერებას, შორს ყოფნას იმისგან, რაც მან აკრძალა და გაკიცხა, მის მაგალითზე მიყოლას და სიახლეების მიტოვებას.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფლება ყველაზე დიდი და მტკიცეა ადამიანთა შორის, რადგან ის არის ჩვენი გზააბნევიდან გამოსვლის და სწორ გზაზე დადგომის მიზეზი, ასევე, ჯოჯოხეთისგან გადარჩენის და სამოთხის მოპოვების გზა.

التصنيفات

გულის საქმეები