إعدادات العرض
ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში
ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგიერთი ცოლი გადმოსცემს, რომ მან თქვა: «ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში».
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Bahasa Indonesia Русский اردو 中文 हिन्दी বাংলা Español Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் සිංහල မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە Türkçe دری Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Soomaali Moore Українська Български Tagalog Wolof Azərbaycan тоҷикӣ bm Oromoo Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს მკითხავთან მისვლაზე. მკითხავი არის საერთო სახელი, მარჩიელის, ვარსკვლავებით მკითხავის, მიწაზე ხაზების გავლებით მკითხავის და მათი მსგავსები. ყველა ვინც დაფარულის ცოდნის ამოსახსნელად იყენებს სხვადასხვა რიტუალებს, მხოლოდ შეკითხვის დასმა დაფარული ცოდნიდან არის მიზეზი, რომ ალლაჰმა ამის გამო ორმოცი დღის განმავლობაში ლოცვის მადლი აუკრძალოს; ეს არის სასჯელი ამ დანაშაულის და დიდი ცოდვის.فوائد الحديث
მკითხაობის, მკითხავებთან წასვლისა და მათზე დაფარულ ცოდნაზე შეკითხვების დასმის აკრძალვა.
შეიძლება ადამიანმა თავისი ღვთისმსახურებისგან მადლი ვეღარ მიიღოს, მის მიერ ჩადენილი ცოდვების სასჯელად.
ჰადისში ნახსენებ აკრძალულ ქმედებათა შორის შედის ჰოროსკოპების კითხვა და მათი შინაარსის ანალიზი, ასევე ყავის ნალექით მკითხაობა და ჰირომანტია (ხელის გულით მკითხაობა), თუნდაც ეს ცნობისმოყვარეობით ხდებოდეს. ყველაფერი ეს მკითხაობის, მარჩიელობისა და დაფარული ცოდნის შესახებ ცრუ განცხადებებია.
თუ ასეთია იმის სასჯელი, ვინც მივა მკითხავთან, მაშინ როგორი იქნება თვითონ მკითხავის სასჯელი?
ორმოცი დღის განმავლობაში ლოცვა შესრულებულად ითვლება და მისი ანაზღაურება არ არის საჭირო, მაგრამ მადლი არ ექნება შემსრულებელს.
التصنيفات
სახელები და დებულებები