إعدادات العرض
რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ…
რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია
ჯააბირისგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): „რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია, და ამას აღარაფერს დავამატებ, შევალ სამოთხეში?“ უპასუხა: „დიახ“. კაცმა თქვა: „ ვფიცავ ალლაჰს, ამაზე არაფერს დავამატებ“.
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية Kurdî English Kiswahili Español اردو Português বাংলা Bahasa Indonesia فارسی தமிழ் हिन्दी සිංහල Tiếng Việt മലയാളം Русский မြန်မာ ไทย پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە Türkçe Bosanski Hausa తెలుగు دری Ελληνικά Azərbaycan Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Moore Oromoo Wolof Tagalog Soomaali Français Українська bm Deutsch Македонски Magyar 中文الشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც ასრულებს ხუთ სავალდებულო ლოცვებს, არ უმატებს მათ ნაფილ (ნებაყოფლობით) ლოცვებს, მარხულობს მხოლოდ რამადანის თვეს, ნებაყოფლობითი მარხვების გარეშე, თვლის ჰალალს (დაშვებულს) დასაშვებად და მოქმედებს მის შესაბამისად, ასევე თვლის ჰარამს (აკრძალულს) აკრძალულად და თავს არიდებს მას, ის შევა სამოთხეში.فوائد الحديث
მუსლიმის სწრაფვა უნდა იყოს ვალდებულებების შესრულება და ჰარამის (აკრძალულების) მიტოვება, ხოლო მიზანი სამოთხეში შესვლა.
ნებადართული ქმედების შესრულების მნიშვნელოვნება, ასევე აკრძალულისგან გარიდება და მტკიცე რწმენა მის აკრძალვაში.
ვალდებულებების შესრულება და ჰარამის (აკრძალულების) მიტოვება სამოთხეში შესვლის ძირითადი მიზეზია.