ჩვენ სულებში ისეთი რამეები გვაქვს, რაზეც ლაპარაკიც კი გვრცხვენია." უთხრა: "ნუთუ მართლა გაქვთ ასეთი რამეები?" მათ…

ჩვენ სულებში ისეთი რამეები გვაქვს, რაზეც ლაპარაკიც კი გვრცხვენია." უთხრა: "ნუთუ მართლა გაქვთ ასეთი რამეები?" მათ უპასუხეს: "დიახ." უთხრა: " აი, ეს არის ჭეშმარიტი რწმენა

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: საჰაბებიდან რამდენიმე ადამიანი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხეს მას: "ჩვენ სულებში ისეთი რამეები გვაქვს, რაზეც ლაპარაკიც კი გვრცხვენია." უთხრა: "ნუთუ მართლა გაქვთ ასეთი რამეები?" მათ უპასუხეს: "დიახ." უთხრა: " აი, ეს არის ჭეშმარიტი რწმენა."

الشرح

ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა საჰაბების ჯგუფი და ჰკითხეს მას იმ მძიმე საკითხებზე, რომლებსაც მათ თავიანთ სულებში პოულობდნენ, და რომლებიც იმდენად მძიმე და საზიღარი იყო, რომ მათთვის წარმოთქმაც კი რთული იყო და მათგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "ის, რასაც თქვენ განიცდით არის ნამდვილი რწმენისა და გულწრფელობის ნიშანი. ეს არის ის, რაც გიბიძგებთ, რომ შეაჩეროთ ყველაფერი, რასაც ეშმაკი თქვენს გულებში ჩაგიგდებთ. თქვენი გულის მძიმედ მიჩნევა და ზიზღი ამის თქმის მიმართ არის ნიშანი იმისა, რომ ეშმაკს თქვენი გული არ დაუპყრია. ეს განსხვავებულია იმათგან, ვისი გულიც ეშმაკმა დაიპყრო და ვეღარ პოულობს მისგან დაცვის ძალას."

فوائد الحديث

ეს მოწმობს ეშმაკის სისუსტეს მორწმუნეთა მიმართ, რადგან მას მხოლოდ ცუდი ფიქრების კარნახის უნარი აქვს და მეტი არაფერი.

გულის მიერ მიღებული კარნახისადმი უნდობლობა და მათი უარყოფა აუცილებელია, რადგან ეს კარნახი ეშმაკისგან მოდის.

ეშმაკის კარნახი მორწმუნეს ზიანს ვერ აყენებს, თუმცა საჭიროა ალლაჰისგან თავშესაფრის თხოვნა მისგან და ამ აზრებზე დაფიქრებისგან თავის შეკავება.

არ არის საჭირო მუსლიმის დომილი იმაზე, რასაც ეჭვობს ის რელიგიის საქმეში; საჭიროა, რომ ჰკითხოს და გაარკვიოს ეს საკითხი.