ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შაიტნის ყველა ხრიკი მხოლოდ გულში კარნახებამდე დაიყვანა.“

ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შაიტნის ყველა ხრიკი მხოლოდ გულში კარნახებამდე დაიყვანა.“

იბნ აბბასისგან(ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: ერთი კაცი მოვიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ შორის ზოგი პოულობს გულში ისეთ რამეს, რის თქმასაც ნაცრად ყოფნას ამჯობინებდა". თქვა: "უდიდესია ალლაჰი! უდიდესია ალლაჰი! ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შაიტნის ყველა ხრიკი მხოლოდ გულში კარნახებამდე დაიყვანა.“

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში]

الشرح

ერთმა კაცმა მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო. ალლაჰის შუამავალო, ჩვენგან ზოგი გულში ისეთ რამეს პოულობს, რაც მას მოაქვს, თუმცა ამის თქმას ისე უმძიმესი მნიშვნელობა აქვს, რომ ნაცრად ყოფნა ურჩევნია მის წარმოთქმას. ორჯერ განადიდა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალლაჰი და მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ ალლაჰმა ეშმაკის მზაკვრობა უბრალო გულლში კარნახამდე დაიყვანა.

فوائد الحديث

ეს განმარტავს იმას, რომ ეშმაკი მორწმუნეებს გულში ცუდი ფიქრების კარნახით უსაფრდება, რათა ისინი რწმენიდან ურწმუნოებისაკენ დააბრუნოს.

ასევე ეშმაკის სისუსტესაც განმარტავს მორწმუნეთა მიმართ, რადგან მას მხოლოდ ცუდი ფიქრების კარნახის უნარი აქვს და მეტი არაფერი.

მორწმუნემ აუცილებლად უნდა უარყოს ეშმაკის ჩურჩულები(ფიქრები) და მოიშოროს ისინი.

დაკანონებულია ალლაჰის განდიდება ისეთი შემთხვევის დროს, როცა რაიმე სასიამოვნო ან გასაოცარი მოხდება.

დაკანონებულია, რომ მუსლიმმა ჰკითხოს სწავლულს ყველაფერი, რაც მისთვის გაუგებარია და ეჭვებს იწვევს.

التصنيفات

უზენაესი ალლაჰის რწმენა, ჯინი