إعدادات العرض
ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი გიკრძალავთ მამებზე დაფიცებას
ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი გიკრძალავთ მამებზე დაფიცებას
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი გიკრძალავთ მამებზე დაფიცებას», უმარმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, მე მსგავსად აღარასოდეს დამიფიცია მას მერე, რაც შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) გავიგონე, რომ აკრძალა მამებზე დაფიცება, არც განზრახ და არც სხვების გადმოცემით.
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Português Kurdî മലയാളം Kiswahili සිංහල Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Tiếng Việt ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча or नेपाली Malagasy Română Kinyarwanda తెలుగు Lietuvių Oromoo Nederlands Soomaali Shqip Српски Deutsch Українська ಕನ್ನಡ Wolof Moore Azərbaycan Magyar தமிழ்الشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ უზენაესი ალლაჰი მამებზე დაფიცებას კრძალავს. ვისაც სურს, რომ დაიფიცოს მან მხოლოდ ალლაჰზე დაიფიცოს, და არავისზე დაიფიცოს მის გარდა. შემდეგ უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იხსენებს, რომ მის შემდეგ რაც მოისმინა შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსი ფიცის აკრძალვაზე, აღარასოდეს დაუფიცია, არც განზრახვით და არც სხვისგან გადმოცემით ალლაჰის გარდა სხვაზე.فوائد الحديث
აკრძალულია ალლაჰის გარდა სხვაზე დაფიცება, და მან გამოარჩია მამებზე დაფიცება, რადგან უმეცრების პერიოდში მამებზე ფიცი იყო გავრცელებული.
ფიცი: არის დაფიცება ალლაჰზე, ალლაჰის სახელებზე, ან ალლაჰის თვისებებზე, რომელიმე საქმის გასამტკიცებლად.
უმარ იბნ ალ-ხატტაბის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისთ) ღირსება გამოიხატება მისი მყისიერი დამორჩილებით მოციქულზე(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მისი კარგი გაგებით და ღრმა ღვთისმოსაობით.
التصنيفات
თავჰიდი ულუჰია