إعدادات العرض
თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ
თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Tagalog ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Kiswahili සිංහල አማርኛ অসমীয়া ગુજરાતી Tiếng Việt Nederlands नेपाली پښتو ไทย Svenska മലയാളം Кыргызча Română తెలుగు Malagasy ಕನ್ನಡ Oromoo Српски Moore Kinyarwanda Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა ჭურჭლის შვიდჯერ გარეცხვა, თუ ძაღლი ჩაყოფს მასში ენას. პირველი გარეცხვა უნდა მოხდეს მიწის გამოყენებით, რასაც შემდეგ მოჰყვება წყლით რეცხვა, რათა სრულად განიწმინდოს ჭურჭელი მისი უწმინდურობისა და ზიანისგან.فوائد الحديث
ძაღლის ნერწყვი მიჩნეულია მძიმე უწმინდურობად.
როდესაც ძაღლი ეხება ჭურჭელს ენით, ეს ჭურჭელს უწმინდურს ხდის და მასში არსებული წყალიც უწმინდური ხდება.
მიწით გასუფთავება და შვიდჯერ გამორეცხვა აუცილებელია კონკრეტულად ძაღლის ნერწყვისგან განწმენდისთვის და არა შარდის, განავლის ან სხვა უწმინდურობისგან, რაც ძაღლისგან შეიძლება წარმოიშვას.
ჭურჭლის მიწით გასაწმენდად საჭიროა: ჭურჭელში ჩაასხათ წყალი, დაუმატოთ მიწა და შემდეგ ამ ნარევით გარეცხოთ ჭურჭელი.
ჰადისიდან შეიძლება გავიგოთ, რომ ეს დადგენილება ვრცელდება ყველა ძაღლზე, მათ შორის იმ ძაღლებზე, რომელთა ყოლას შარიათი ნებას რთავს, მაგალითად, მონადირე, მცველი და მწყემს ძაღლებზე.
საპონი და სხვა საწმენდი საშუალებები ვერ ცვლიან მიწას, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კონკრეტულად მიწა მოიხსენია.