إعدادات العرض
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ანსარების შესახებ თქვა: «მხოლოდ მორწმუნეს უყვარს ისინი და…
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ანსარების შესახებ თქვა: «მხოლოდ მორწმუნეს უყვარს ისინი და მხოლოდ თვალთმაქცებს სძულს ისინი. ვინც მათ შეიყვარებს, მას ალლაჰი შეიყვარებს, ხოლო ვინც მათ შეიძულებს, მას ალლაჰი შეიძულებს
ალ-ბარა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ანსარების შესახებ თქვა: «მხოლოდ მორწმუნეს უყვარს ისინი და მხოლოდ თვალთმაქცებს სძულს ისინი. ვინც მათ შეიყვარებს, მას ალლაჰი შეიყვარებს, ხოლო ვინც მათ შეიძულებს, მას ალლაჰი შეიძულებს».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Tiếng Việt پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు ไทย മലയാളം Lietuvių Српски Українська Kinyarwanda Shqip ಕನ್ನಡ Wolof Moore Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ მედინელი ანსარების სიყვარული არის რწმენის სისრულის ნიშანი, რადგან მათ იჩქარეს ისლამისა და მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხარდაჭერა, ცდილობდნენ მუსლიმების შეფარებას და სწირავდნენ თავიანთ ქონებასა და სიცოცხლეს ალლაჰის გზაზე. ხოლო ანსარების მიმართ სიძულვილი არის მუნაფიყების (თვალთმაქცების) ნიშანი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც ანსარებს შეიყვარებს, მას ალლაჰი შეიყვარებს, ხოლო ვინც მათ შეიძულებს, მას ალლაჰი შეიძულებს.فوائد الحديث
ანსარების ღირსებების მოხსენიება და ის, რომ მათი სიყვარული არის რწმენისა და თვალთმაქცობის არქონის ნიშანი.
ალლაჰის საყვარელთა (ანუ ღვთისმოშიში და მართალი მორწმუნეთა) სიყვარული და მათთვის დახმარება ეხმარება ადამიანს მოიპოვოს უზენაესი ალლაჰის სიყვარული.
ისლამის პირველმორწმუნეთა დიდი ღირსება და უპირატესობა.