إعدادات العرض
მე და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთსა და იმავე ჭურჭლიდან ვიბანდით, როცა ორივე ჯუნუბის…
მე და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთსა და იმავე ჭურჭლიდან ვიბანდით, როცა ორივე ჯუნუბის მდგომარეობაში ვიყავით. ის მავალებდა, ჩამეცვა ქვედა სამოსი, და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე მენსტრუალური მდგომარეობა მქონდა, ის შემეხებოდა. ასევე, როცა ის ი'თიქაფის მდგომარეობაში იყო (მეჩეთში),
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მე და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთსა და იმავე ჭურჭლიდან ვიბანდით, როცა ორივე ჯუნუბის მდგომარეობაში ვიყავით. ის მავალებდა, ჩამეცვა ქვედა სამოსი, და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე მენსტრუალური მდგომარეობა მქონდა, ის შემეხებოდა. ასევე, როცა ის ი'თიქაფის მდგომარეობაში იყო (მეჩეთში), თავის თავს მაჩვენებდა და მე ვბანდი მის თმას, მიუხედავად ჩემი მენსტრუაციისა».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Kiswahili සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Tiếng Việt پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు മലയാളം Lietuvių Српски ไทย Kinyarwanda Shqip ಕನ್ನಡ Wolof Українська Moore Magyar தமிழ் Македонски Azərbaycanالشرح
აიშამ, მორწმუნეთა დედამ, მოგვითხრო ზოგიერთი თავისი პირადი მდგომარეობა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მათ შორის, რომ ისინი ჯუნუბის მდგომარეობისგან განწმენდისას ერთსა და იმავე ჭურჭლიდან ერთად იბანდნენ და ორივე ერთი წყლით სარგებლობდნენ. და როდესაც მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სურდა მასთან სიახლოვე, ხოლო აიშა მენსტრუალურ მდგომარეობაში იყო, ის მას უბრძანებდა, დაეფარა სხეული მუცლისა და მუხლებს შორის. შემდეგ, სქესობრივი კავშირის გარეშე, მასთან სიახლოვეს ამგვარად ამყარებდა. და მოციქული (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) მეჩეთში განმარტოების (ი‘თიქაფის) დროს თავის თავს აიშას ოთახში ყოფდა, და აიშა მას თავს უბანდა მაშინ, როცა მას მენსტრუაცია ჰქონდა.فوائد الحديث
დასაშვებია მამაკაცისა და მისი მეუღლის ერთსა და იმავე ჭურჭლიდან განბანვა.
დასაშვებია მენსტრუალურ მდგომარეობაში მყოფ ქალთან სიახლოვე, თუ ეს არ ეხება ინტიმურ ურთიერთობას (სქესობრივ კავშირს). ასევე, მისი სხეული ითვლება სუფთად.
სასურველია, რომ მენსტრუალურ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა ჩაიცვას იზარი (ქვედა სამოსი), როდესაც მას ეხება ქმარი.
აკრძალულში ჩავარდნისგან თავის არიდების საშუალებების მიღება (მოქმედებების წინასწარ დაგეგმვა და შესაბამისი ზომების მიღება) რეკომენდირებულია.
მენსტრუაციის მდგომარეობაში მყოფ ქალს ეკრძალება მეჩეთში დარჩენა.
დასაშვებია მენსტრუალურ მდგომარეობაში მყოფი ქალის მიერ სველი ან მშრალი საგნების შეხება და გამოყენება, მათ შორის თმის დაბანა(სხვისთვის და თავისთვის) და თმების დავარცხნა.
მოციქულის (ალლაჰის ლცოვა და მშვიდობა მას) კეთილი და თბილი ურთიერთობა თავის ცოლებთან.