მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა,…

მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ამბობდა: «მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)»

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

ალლაჰის მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს მუსლიმის ზოგიერთ უფლებას თავისი მუსლიმი ძმის მიმართ. ამ უფლებებიდან პირველი არის სალამზე პასუხის გაცემა იმ ადამიანზე, ვინც შენ მოგესალმება. მეორე უფლება: ავადმყოფის მონახულება და მისთან მისვლა. მესამე უფლება: გარდაცვლილის დაკრძალვის პროცესზე გაყოლა მისი სახლიდან ლოცვის ადგილამდე და შემდეგ სასაფლაომდე, სანამ გარდაცვლილი დაიკრძალება. მეოთხე უფლება: მოწვევის მიღება, თუ მუსლიმი მას ქორწილის სუფრაზე ან სხვა ღონისძიებაზე მოიწვევს. მეხუთე უფლება: დაცემინებულისთვის სიკეთის სურვილი. კერძოდ, ადამიანი დაცემინების შემდეგ ამბობს "დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ" , მისი ძმა მუსლიმი პასუხობს: "ალლაჰმა შეგიწყალოს" /იარჰამუქალლაჰ, ამაზე დაცემინებულმა უნდა უპასუხოს: "ალლაჰმა გატაროთ ჭეშმარიტი გზით და გამოასწოროს თქვენი საქმეები./ იაჰდიქუმულლაჰუ ვა იუსლიჰუ ბაალაქუმ".

فوائد الحديث

ისლამის სიდიადე გამოიხატება იმაში, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უფლებების დაცვას მუსლიმებს შორის და აძლიერებს ძმობასა და სიყვარულს მათ შორის.

التصنيفات

მისალმების ეთიკა და ნებართვა, დაცემინების და მთქნარების ეთიკა, ავადმყოფის მონახულების ეთიკა