إعدادات العرض
გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში
გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი. შეიკავეთ თავი ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ მიგიყვანთ, ხოლო ცოდვები ჯოჯოხეთის ცეცხლში. ადამიანი დაიწყებს ტყუილს და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Hausa Kurdî Português தமிழ் አማርኛ অসমীয়া Kiswahili ગુજરાતી Nederlands پښتو नेपाली മലയാളം Svenska ไทย Кыргызча Română Malagasy ಕನ್ನಡ Српски తెలుగు Moore Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა სიმართლის თქმა და გვამცნო, რომ მისი დაცვა ადამიანს მუდმივი კეთილი საქმეებისკენ წარუძღვება, ხოლო კეთილი საქმეების გამუდმებული შესრულება მის მფლობელს სამოთხეში შეიყვანს. ვინც საიდუმლოდ და აშკარად მუდმივად დარჩება ჭეშმარიტი, ის ალლაჰთან მოიპოვებს მართლის წოდებას, რაც სიმართლის უმაღლეს ხარისხს აღნიშნავს, შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა სიცრუისა და ტყუილის თქმისგან, რადგან სიცრუე ადამიანში წარმოშობს სწორი გზიდან გადახრას, უბიძგებს ბოროტების, ცოდვისა და დაუმორჩილებლობისკენ, ხოლო საბოლოოდ ჯოჯოხეთში მიიყვანს. ვინც ხშირად იტყვის ტყუილს, ალლაჰი მას ბოლოს მატყუარად ჩაწერს.فوائد الحديث
სიმართლე არის ღირსეული ზნეობრივი თვისება, რომლის შეძენაც შესაძლებელია მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად. თუ ადამიანი მუდმივად დაიცავს სიმართლეს და ისწრაფვის მისკენ, საბოლოოდ ეს თვისება მისი მეორე ბუნება გახდება. ამის შედეგად, ის ჩაიწერება ალლაჰთან როგორც ყველაზე მართალი და კეთილმოსურნე მორწმუნე.
სიცრუე უხამსი თვისებაა, რომელსაც ადამიანი იძენს მისი ხანგრძლივი პრაქტიკითა და სიცრუის მიმართ გამუდმებული მიდრეკილებით, სიტყვითა და მოქმედებით. საბოლოოდ, სიცრუე ხდება მისი ხასიათისა და ბუნების ნაწილი. ასეთი ადამიანი უზენაეს ალლაჰთან ჩაიწერება, როგორც მატყუარა.
სიმართლე გულისხმობს როგორც ენის სიმართლეს, რომელიც ტყუილის საპირისპიროა, ასევე განზრახვებში სიმართლეს, ანუ გულწრფელობას. იგი მოიცავს სიმართლეს კეთილი განზრახვის განხორციელებისას, სიმართლეს მოქმედებებში, რომლის ყველაზე დაბალი დონე არის ის, რომ ადამიანის გულში არსებული შეესაბამებოდეს მის ქცევასა და მოქმედებებს, და სიმართლეს მდგომარეობებში, მაგალითად, სიმართლეს შიშში, იმედში და სხვა მსგავსში. ვისაც ეს ყველაფერი აქვს, ის არის ყველაზე მართალი(აღმატებითი ფორმა), ხოლო ვისაც ამ თვისებებიდან მხოლოდ ნაწილი აქვს, ის არის მართალი.
التصنيفات
დიდებული ზნეობა