სურს რომელიმე თქვენგანს, როცა თავის ოჯახს დაუბრუნდება, იქ სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს

სურს რომელიმე თქვენგანს, როცა თავის ოჯახს დაუბრუნდება, იქ სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "სურს რომელიმე თქვენგანს, როცა თავის ოჯახს დაუბრუნდება, იქ სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს?" ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ". მან თქვა: "სამი აიათი, რომელთან რომელიმე თქვენგანი წაიკითხავს თავის ლოცვაში უკეთესია მისთვის, ვიდრე სამი დიდი, მსუქანი აქლემი".

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ლოცვაში სამი აიათის წაკითხვის საზღაური უკეთესია, ვიდრე ადამიანს თავის სახლში სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს.

فوائد الحديث

ყურანის კითხვის სიკეთის განმარტება ლოცვაში.

კეთილი საქმეები უკეთესია და უფრო ხანგრძლივია ამ სამყაროს დროებით სიკეთეებზე.

ეს სიკეთე არ არის შემოფარგლული მხოლოდ სამი აიათის წაკითხვით; რაც უფრო მეტი აიათი წაიკითხება მლოცველის მიერ ლოცვაში, მით უფრო დიდი იქნება მათი საზღაური. თითოეული აიათის ჯილდო უკეთესია, ვიდრე იგივე რაოდენობის აქლემები.

التصنيفات

წმინდა ყურანის სიკეთეები