إعدادات العرض
„ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი…
„ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც შენ წაიკითხავ ბოლო აიათს
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) : თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვოდობა მას): „ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც შენ წაიკითხავ ბოლო აიათს".
[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა]
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Español Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa മലയാളം తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া Shqip دری Ελληνικά Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Kurdî Wolof Moore Soomaali Français Oromoo Tagalog Українська Azərbaycan தமிழ் Deutsch bm Português Македонски Magyar Lingala Русский 中文الشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ყურანის მკითხველს, რომელიც მის მიხედვით მოქმედებს და მუდმივად კითხულობს მას და იზეპირებს, როდესაც ის სამოთხეში შევა, ეტყვიან: "იკითხე ყურანი და ამაღლდი სამოთხის საფეხურებზე, წაიკითხე თართილით(მელოდიურად), როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, რადგან შენი ადგილი სამოთხეში დამოკიდებულია იმ აიათზე, რომელსაც ბოლოს წაიკითხავ".فوائد الحديث
საზღაური და ჯილდო დამოკიდებულია ადამიანის ქმედებების რაოდენობაზე და ხარისხზე.
ყურანის კითხვის, მისი სრულყოფილი ცოდნის, დამახსოვრების, მასზე დაფიქრების და მისი სწავლებისამებრ მოქმედების წახალისება.
სამოთხეში ბევრი ხარისხი და საფეხურია. ყურანის მცოდნეები სამოთხეში აღწევენ ყველაზე მაღალ ხარისხებს.