إعدادات العرض
თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ,…
თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली മലയാളം Bosanski Italiano ಕನ್ನಡ Kurdî Oromoo Română Soomaali Shqip Српски Українська Wolof Tagalog Moore Malagasy தமிழ் Azərbaycan فارسی 中文 Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ მლოცველმა მუცელში რაღაც შეიგრძნო და ვერ დაადგინა, მართლაც გამოვიდა რაიმე თუ არა, არ უნდა შეწყვიტოს ლოცვა და არ უნდა დატოვოს იგი აბდესის განახლების მიზნით, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ ნამდვილად მოხდა ის, რაც აბდესს აფუჭებს. ეს დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიგონებს ხმას ან იგრძნობს სუნს. რადგან ის, რაშიც დარწმუნებულია, არ უქმდება ეჭვის საფუძველზე. მლოცველი დარწმუნებულია საკუთარ სისუფთავეში, ხოლო მდგომარეობის დარღვევა საეჭვოა.فوائد الحديث
ეს ჰადისი ისლამის საფუძვლების ერთ-ერთი პრინციპია და ისლამური სამართლის ერთ-ერთი ძირითადი წესი: დარწმუნებულობა არ უქმდება ეჭვით, და ძირითადი მდგომარეობა ნარჩუნდება ისეთი, როგორიც იყო, სანამ საწინააღმდეგოს მიმართ დარწმუნებულობა არ დადგინდება.
ეჭვი არ მოქმედებს სისუფთავეზე, და მლოცველი რჩება სუფთა მდგომარეობაში, სანამ მდგომარეობის დარღვევა არ იქნება დადასტურებული.