إعدادات العرض
როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი…
როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ
აბუ ჰუმაიდ ან აბუ უსაიდის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ"».
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી Yorùbá Nederlands اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली മലയാളം తెలుగు Bosanski ಕನ್ನಡ Kurdî Română Soomaali Shqip Српски Українська Wolof Tagalog Moore தமிழ் Azərbaycan فارسی 中文 Magyar Português Deutsch Русский Македонски bm አማርኛ Malagasy Oromoo ភាសាខ្មែរالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ხალხს მიუთითა იმაზე, თუ რა სიტყვები უნდა თქვან მეჩეთში შესვლის დროს: (ო, ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები). ესაა ღმერთზე მიმართვა, რომ მან გაუღოს თავისი წყალობის გზები. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას უნდა თქვას: (ო, ალლაჰ, გთხოვ შენს სიკეთეს). ამით ადამიანი ალლაჰს სთხოვს მის წყალობასა და დიდ მოწყალებას, რომ მისცეს ჰალალი საარსებო საშუალებები მისი სიკეთითა და უხვი წყალობით.فوائد الحديث
მეჩეთში შესვლისა და გამოსვლის დროს აღნიშნული ვედრების წარმოთქმა სასურველია.
მოწყალების ხსენება მეჩეთში შესვლისას და მადლის ხსენება გამოსვლისას დაკავშირებულია იმასთან, რომ მეჩეთში შესვლისას ადამიანი იწყებს ქმედებებს, რომლებიც მას ალლაჰსა და მისი სამოთხისკენ აახლოებს, ამიტომ ამ დროს მოწყალების ხსენება შესაფერისია. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას, როდესაც ადამიანი დედამიწაზე გადაადგილდება და ალლაჰისგან საარსებო საშუალებებს ეძებს, ამ შემთხვევაში მადლის ხსენება უფრო შესაბამისია.
ეს ზიქრები ითქმება მაშინ, როდესაც ადამიანი მეჩეთში შესვლას და მისგან გამოსვლას აპირებს.