ვინც გულწრფელად ითხოვს ალლაჰისგან შაჰიდობას, ალლაჰი მას მიანიჭებს შაჰიდის ხარისხს, თუნდაც ის თავის საწოლში…

ვინც გულწრფელად ითხოვს ალლაჰისგან შაჰიდობას, ალლაჰი მას მიანიჭებს შაჰიდის ხარისხს, თუნდაც ის თავის საწოლში გარდაიცვალოს

გადმოცემულია საჰლ იბნ ჰუნაიფისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც გულწრფელად ითხოვს ალლაჰისგან შაჰიდობას, ალლაჰი მას მიანიჭებს შაჰიდის ხარისხს, თუნდაც ის თავის საწოლში გარდაიცვალოს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰის გზაზე მოწამეობას და ბრძოლაში სიკვდილს ითხოვს და ამ განზრახვაში გულწრფელი და თავდადებულია ალლაჰისთვის, ალლაჰი მას თავისი გულწრფელი განზრახვის საფუძველზე მოწამეების მდგომარეობას მიანიჭებს, თუნდაც იგი არ იყოს ბრძოლაში და საწოლზე გარდაიცვალოს.

فوائد الحديث

როცა ადამიანს გულწრფელი განზრახვა აქვს და აკეთებს იმას, რაც მის ძალებშია, ეს ხდება მიზეზი მისთვის სასურველის მიღწევისა, ანუ ჯილდოს მოპოვებისა, თუნდაც ის ვერ შეასრულებდეს აუცილებელ ქმედებას.

წახალისება ალლაჰის გზაზე ბრძოლაში მონაწილეობისკენ და ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის გზაზე შაჰიდობის მიღწევის სურვილისკენ.

უზენაესი ალლაჰის პატივისცემა ამ უმმათისადმი იმაში მდგომარეობს, რომ მცირე საქმეებითაც კი აჯილდოებს მათ სამოთხის უმაღლესი საფეხურებით.

التصنيفات

გულის საქმეები, საღთო ომის სიკეთე