إعدادات العرض
უფალი ყველაზე ახლოს არის თავის მონასთან ღამის ბოლო ნაწილში
უფალი ყველაზე ახლოს არის თავის მონასთან ღამის ბოლო ნაწილში
გადმოცემულია აბუ უმამასგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ ამრუ იბნ აბასათამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მიამბო, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «უფალი ყველაზე ახლოს არის თავის მონასთან ღამის ბოლო ნაწილში. და თუ შეძლებ, გახდე იმათგან ერთ-ერთი, ვინც ამ დროს ალლაჰს იხსენებს, მაშინ იყავი».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Français Tiếng Việt සිංහල Hausa Kurdî Kiswahili Português தமிழ் Русский አማርኛ অসমীয়া ગુજરાતી Nederlands پښتو नेपाली ไทย മലയാളം Svenska Кыргызча Română Malagasy ಕನ್ನಡ Српски తెలుగుالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ყოვლისშემძლე უფალი ყველაზე ახლოს არის თავის მონასთან ღამის ბოლო მესამედში. და თუ შენ, მორწმუნევ, შეძლებ და გექნება შესაძლებლობა, იყო იმათგან, ვინც ამ დროს ალლაჰს ეთაყვანება, ლოცულობს, იხსენებს ალლაჰს და სინანულს გამოხატავს, მაშინ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო და გამოიჩინო მასში გულმოდგინება.فوائد الحديث
მუსლიმანის წახალისება ალლაჰის ხსენებისკენ ღამის ბოლო ნაწილში.
დროთა შორის უპირატესობა ალლაჰის ხსენების, ვედრებისა და ლოცვისთვის.
მიირაქმა თქვა: "განსხვავება ფრაზებს შორის „ღმერთი ყველაზე ახლოს არის თავის მსახურთან" და "მსახური ყველაზე ახლოს არის ალლაჰთან, როცა ის სუჯუდზეა" მდგომარეობს შემდეგში: აქ (პირველ შემთხვევაში) აღნიშნულია დრო, როცა ალლაჰი ყველაზე ახლოს არის მსახურთან, ეს არის ღამის შუა ნაწილი. ხოლო იქ (მეორე შემთხვევაში) აღნიშნულია მდგომარეობა, როცა მსახური ყველაზე ახლოს არის ალლაჰთან, ეს არის სუჯუდის მდგომარეობა".