ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად

ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად, ალლაჰმა დაწყევლა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აჰმადმა]

الشرح

მოციქულმა მუჰამმადა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალლაჰს ვედრება აღუვლინა, რომ მისი საფლავი არ გაეხადა კერპად, რომელსაც ადამიანები თაყვანს სცემდნენ და უდიდეს მნიშვნელობას მიანიჭებდნენ, თუნდაც მუხლის მოხრა მის წინაშე. შემდეგ მან ამცნო, რომ ალლაჰი განდევნის თავისი წყალობიდან იმ ხალხს, ვინც წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავ ადგილებად აქცია. რადგან მათი გამოყენება როგორც თაყვანისცემის ადგილებად იქცევა თაყვანისცემის საშუალებად და მათდამი რწმენის გამომხატველად.

فوائد الحديث

შარიათით დადგენილი საზღვრის გადაჭარბებამ გამოიწვია წინასწარმეტყველებისა და მართალი ადამიანების საფლავების სათაყვანებლად ქცევა მაგიერ ალლაჰისა, ამიტომ აუცილებელია ყოველი იმ საშუალებისგან გარიდება, რომელმაც შეიძლება მრავალღმერთიანობამდე მიგვიყვანოს.

არ არის ნებადართული საფლავების მონახულება მათი განდიდების ან იქ თაყვანისცემის მიზნით, მიუხედავად იმისა, რამდენად ახლოს იყო საფლავის მფლობელი (განსვენებული)უზენაეს ალლაჰთან.

საფლავებზე მეჩეთების აშენების აკრძალვა.

აკრძალულია საფლავებთან ლოცვა, თუნდაც მეჩეთი არ იყოს აშენებული იქ, გარდა (ჯანაზის-დაკრძალვის) ლოცვისა, თუ გარდაცვლილზე ჯერ არ ულოცავთ.

التصنيفات

პოლითეიზმი, მეჩეთის განჩინებები