إعدادات العرض
ჭეშმარიტად, ეს აკრძალულია ჩემი თემის მამაკაცებისთვის და ნებადართულია ქალებისთვის
ჭეშმარიტად, ეს აკრძალულია ჩემი თემის მამაკაცებისთვის და ნებადართულია ქალებისთვის
გადმოცემულია ალი იბნ აბუ ტაალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) აიღო აბრეშუმი მარცხენა ხელში და ოქრო მარჯვენა ხელში, შემდეგ ორივე ხელი ასწია და თქვა: «ჭეშმარიტად, ეს აკრძალულია ჩემი თემის მამაკაცებისთვის და ნებადართულია ქალებისთვის».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Kurdî অসমীয়া Kiswahili አማርኛ Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands සිංහල پښتو ไทย नेपाली Кыргызча മലയാളം Malagasy Svenska Română తెలుగుالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო აბრეშუმის სამოსი ან მისი ნაწილი მარცხენა ხელში და ოქრო, როგორც სამკაული ან მსგავსი, მარჯვენა ხელში, შემდეგ თქვა: აბრეშუმისა და ოქროს ტარება აკრძალულია მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის ისინი ნებადართულია.فوائد الحديث
ას-სინდი ამბობს: «აკრძალულია» – აქ იგულისხმება მათი გამოყენება ტანისამოსად; სხვა შემთხვევაში, მათი გამოყენება ვაჭრობისთვის, ხარჯვისთვის ან გაყიდვისთვის ყველასთვის დასაშვებია. რაც შეეხება ოქროს ჭურჭლის სახით გამოყენებას და მათით სარგებლობას აკრძალულია ყველასთვის.
ისლამურმა შარიათმა ქალებისთვის გააფართოვა ნებართვები, რათა გაუწიოს მათ საჭირო დახმარება, განსაკუთრებით მორთულობასა და სხვა მსგავს რამეში.
التصنيفات
ჩაცმა და მორთულობა