إعدادات العرض
ვერდება თაყვანისცემაა
ვერდება თაყვანისცემაა
გადმოცემულია ნუ'მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) ამბობდა: «ვერდება თაყვანისცემაა», და შემდეგ წაიკითხა: «და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში». [ღააფირ: 60]
الترجمة
العربية తెలుగు हिन्दी Kurdî English Kiswahili Français فارسی தமிழ் සිංහල မြန်မာ Русский ไทย Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski Hausa മലയാളം دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Български Українська Português Tagalog Azərbaycanالشرح
მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გვამცნო, რომ ვერდება არის თაყვანისცემა. ამიტომაც ყოველი ვერდება უნდა იყოს მიმართული ალლაჰისკენ, იქნება ეს ვედრება ალლაჰის მიმართ, რომელსაც მისთვის სარგებელი მოაქვს და აშორებს ზიანს, ასევე ვედრება, რომელიც ალლაჰს უყვარს და რომლითაც ის კმაყოფილია, ფარული და ნათელი სიტყვებით და საქმეებით, რომლებიც დაკავშირებულია გულთან, სხეულთან და ქონებასთან. შემდეგ მოციქულმა(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მოიყვანა მაგალითი მტკიცებულების სახით: თქვა ალლაჰმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში.فوائد الحديث
ვედრება არის თაყვანისცემის საფუძველი და არ შეიძლება მისი მიმართვა სხვისთვის, გარდა ალლაჰისა.
ვედრება (დუა) თავის თავში მოიცავს ალლაჰის წინაშე მორჩილებას და მისი უსასრულო სიმდიდრისა და ძლიერების აღიარებას. ამავდროულად, დუა გამოხატავს მორწმუნის დამოკიდებულებას და საჭიროებას ალლაჰის მიმართ.
არსებობს მკაცრი მუქარა სასჯელის სახით მათთვის, ვინც ამპარტავნობას გამოავლენს ალლაჰის თაყვანისცემაში და მიატოვებს ვედრებას. ის, ვინც ამპარტავნებით უარს იტყვის ალლაჰის მიმართ დუაზე, შევა ჯოჯოხეთში დამცირებული და შეურაცხყოფილი.
التصنيفات
ვედრების სიკეთეები