إعدادات العرض
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა
გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა: ქება-დიდება ალლაჰს ჩვენ მას ვთხოვთ შეწევნას, მას ვთხოვთ მიტევებას, მას შევეფარებით ჩვენი სულების სიავისაგან, ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, ვისაც ის აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰის, და ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია, «ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან, და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!» [ ან-ნისა:1]. «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით, და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!» [ალი იმრან : 102] «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით! რათა გამოასწოროს თქვენი საქმეები და გაპატიოს თქვენი ცოდვები. და ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!» [ალ-აჰზაბ : 70 - 71]
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو हिन्दी 中文 বাংলা Español Kurdî Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் සිංහල မြန်မာ ไทย 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە Hausa دری Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Kinyarwanda नेपाली Română Српски Soomaali Deutsch Moore Українська Български Tagalog Wolof Azərbaycan тоҷикӣ bm Македонскиالشرح
აბულლაჰ ბინ მას'უდი გადმოგვცემს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ შეასწავლა საჭიროების დროს წასაკითხავი ხუტბა, ის არის რომელიც იკითხება სიტყვითი მიმართვის წინ, ასევე საჭიროების შემთხვევაში მაგალითად, საქორწინო აქტის შედგენის წინ, პარასკევის ჯგუფური ლოცვის ხუტბაზე და სხვა. ეს ხუტბა აერთიანებს ძალიან ძვირფას მნიშვნელობებს, რომელსაც იმსახურებს ალლაჰი ყოველი მადლიერების ფორმებიდან, დახმარების თხოვნა მხოლოდ მისგან ყოველგვარი მოზიარეის გარეშე, ცოდვების დაფარვა და მათი პატიება, მასზე მიკედლება ყოველგვარი ბოროტებისგან, როგორიცაა სულის ბოროტება თუ სხვა. შემდეგ გვამცნო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ჭეშმარიტი გზა ალლაჰის ხელშია და ვისაც ის დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზიდან ამცდენი, ხოლო ვისაც ააცდენს გზიდან, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. შემდეგ ახსენა ერთღმერთიანობის დამოწმება, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა, და დამოწმება შუამავლის, რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია. ეს ხუტბა დაასრულა შემდეგი სამი აიათით, რომელიც მოიცავს ბრძანებას უზენაესი ალლაჰის შიშის, მისი ბრძანებების შესრულებით და მისი აკრძალულების მორიდებით, ჭეშმარიტად ის მიიღებს ჯილდოდ, ვისაც ექნება ალლაჰის შიში, გამოსწორდება მისი საქმეები და სიტყვები, დაიფარება მისი ცუდი ქმედებები, მიეტევება ცოდვები, მას ექნება ბედნიერი ცხოვრება ამქვეყნად და ის მოიპოვებს სამოთხეს განკითხვის დღეს.فوائد الحديث
სასურველია, რომ ქორწინების აქტის წინ, პარასკევის ლოცვის ხუტბა და სხვები ამ სიტყვებით იქნას დაწყებული.
მნიშვნელოვანია ხუტბა შედგებოდეს ალლაჰზე მადლობის გადახდით, ორი დამოწმებით და რამოდენიმე ყურანის აიათით.
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმის სწავლება თავისი მიმდევრებისთვის, რაც მათ სჭირდებოდათ რელიგიაში.
التصنيفات
ქორწინების პირობები და დადგენილებები