მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!

მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!

ზუბაირ ბნ 'ავვამიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "როცა ეს აიათი იქნა გარდმოვლენილი: «მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!». (სურა ათ-თაქასურ: 8) ზუბაირმა თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო რომელ კეთილდღეობაზე დაგვეკითხებიან, როცა მხოლოდ ორი რამ გვაქვს – ხურმა და წყალი?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჭეშმარიტად, ეს ნამდვილად მოხდება».

[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ]

الشرح

როცა გარდმოევლინა აიათი: «მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!» ო, ალლაჰის მოციქულო! რომელ მოწყალებაზე დაგვეკითხებიან? ჩვენ ხომ მხოლოდ ორი წყალობა გვაქვს, რომლებიც არ ითხოვენ დიდ კითხვას – ესენია ფინიკი და წყალი! თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "მართალია, თქვენ აუცილებლად მოგეკითხებათ ამ კეთილდღეობაზე იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებით, რადგან ეს ორი დიდი წყალობაა უზენაესი ალლაჰის წყალობიდან.

فوائد الحديث

ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ალლაჰის წყალობებისთვის მადლიერების გამოხატვა უმნიშვნელოვანესია.

მონისთვის გაწეული წყალობები არის ის, რაზეც მას მოეკითხება აღდგომის დღეს, იქნება ეს მცირე თუ დიდი.

التصنيفات

საიქიო ცხოვრება, ასკეტიზმი და ღვთისმოშიშობა, კეთილშობილი ხალხის მდგომარეობები, აიათების განმარტება