მიატოვე ის, რაშიც ეჭვი გეპარება, და აირჩიე ის, რაც არ იწვევს შენში ეჭვებს

მიატოვე ის, რაშიც ეჭვი გეპარება, და აირჩიე ის, რაც არ იწვევს შენში ეჭვებს

გადმოცემულია აბუ მუჰამმად ალ-ჰასან იბნ ალი იბნ აბუ ტალიბისაგან, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი საყვარელი შვილიშვილისგან, რომ მან თქვა: მე შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავიმახსოვრე: «მიატოვე ის, რაშიც ეჭვი გეპარება, და აირჩიე ის, რაც არ იწვევს შენში ეჭვებს».

[სანდო (საჰიჰ)] [رواه الترمذي والنسائي]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიბრძანა დავტოვოთ ის, რაშიც ვეჭვობთ სიტყვებიდან და საქმეებიდან: აკრძალულია ეს თუ არა, აკრძალულია თუ ნებადართული და მივმართოთ იმას, რაშიც ეჭვი არ არსებობს და რის სიკეთეშიც და ნებადართულობაში დარწმუნებული ვართ.

فوائد الحديث

მუსლიმმა უნდა დააფუძნოს თავისი საქმეები დარწმუნებულობაზე და დატოვოს ის, რაც ეჭვს იწვევს, რელიგიაში სიცხადისა და ცნობიერების მისაღწევად.

აკრძალვა იმ ქმედებების შესრულება, რაც იწვევს ეჭვებს (შუბუჰათს).

თუ გსურს მოიპოვო სიმშვიდე და გულდასვენება, დატოვე ყველაფერი, რაც ეჭვს იწვევს, და გადააგდე ის გვერდზე.

ალლაჰის წყალობა მის მსახურებზე გამოიხატება იმაში, რომ მან უბრძანა მათ ის, რაც მოჰფენს სულს სიმშვიდეს და გულდასვენებას, და აუკრძალა ის, რაც იწვევს შფოთვასა და შეშფოთებას.